პოლიტიკა
„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ საერთაშორისო მდივან ნესტან კირთაძის განცხადება

nestan-kirtadze326 მაისის სისხლიანი მოვლენების შემდეგ, როდესაც მთელი სისასტიკით, ძალადობრივად და არაპროპორციულად იქნა დარბეული მშვიდობიანი მიტინგი, რის შედეგადაც არიან დაზიანებული ჟურნალისტები, დაჭრილი, დასახიჩრებული და ღირსებააყრილი დემონსტრანტები, არიან ასობით უსამართლოდ დაპატიმრებულები, დაკარგულები და, სამწუხაროდ, ცხედრები; როდესაც შეზღუდულია პოლიტიკური თავისუფლება, მათ შორის, სულ უფრო შეუძლებელი ხდება გამოხატვის თავისუფლება, მიგვაჩნია, რომ პრინციპულად და უალტერნატივოდ დგას ხელისუფლების შეცვლის საკითხი.

საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას დაბეჯითებით მიაჩნია, რომ საქართველოში უნდა შეიცვალოს ხელისუფლება და ერთპარტიული რეჟიმისაგან მიტაცებული ძალაუფლება უნდა დაუბრუნდეს ხალხს.

მივმართავთ ჩვენს კოლეგებს, 8-იანის ფორმატში მომუშავე პოლიტიკურ ლიდერებს, რომ კვლავ ფუჭად არ გავიდეს დრო, რომელიც ხელისუფლების სასარგებლოდ იმუშავებს და განხილვისა და პრინციპული გადაწყვეტილებების თემად იქცეს ლეიბორისტული პარტიის საარჩევნო ინიციატივები, რომლის გარეშეც საქართველოში ხელისუფლება არჩევნების გზით არ შეიცვლება.

კერძოდ:

1. არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახდეს საქართველოს ყველა მოქალაქისათვის;

2. გაუქმდეს არჩევნების მაჟორიტარული სისტემა, რომელიც წარმოადგენს წყაროს ელიტარული კორუფციისა და იქმნება ხელისუფლებისადმი პოლიტიკური ერთგულების ნიშნით;

3. საარჩევნო კომისია დაკომპლექტდეს პოლიტიკური პარტიების პარიტეტული პრინციპით;

4. საჭიროების შემთხვევაში მოხდეს საარჩევნო ყუთების გახსნა და ხმების ხელახალი გადათვლა;

5. საარჩევნო დავების აპელაცია განიხილოს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაკომპლექტებულმა სპეციალურმა სააპელაციო კომისიამ.

 

ქვეყნდება უცვლელად

07.06.2011