აქტუალური
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8710 ლარი გახდა

 საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8710 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.8762 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0052 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9574 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.0062 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0488 ლარი შეადგინა. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.