საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობების სრულად გაწყვეტის წინააღმდეგია. ამის შესახებ განცხადება ალარ კარისმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.
ალარ კარისის განცხადებით, ლიდერების დონეზე ურთიერთქმედება არ უნდა იყოს, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობების სრულად გაწყვეტა არ იქნებოდა სწორი.
კარისის თქმით, დღემდე მიაჩნია, რომ რუსეთში ესტონეთის ელჩის სამუშაო მნიშვნელოვანია.
„ვიდრე ეს შესაძლებელია, ამის გაკეთება ღირს. ეს კიდევ ერთი არხია ინფორმაციის მისაღებად და გასაგებად, თუ რა ხდება ქვეყანაში, ადამიანების განწყობის გასაგებად“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.
ესტონეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებამდე, აუცილებელია, შემოწმდეს რამდენად ეფექტურად მოქმედებენ უკვე არსებული შეზღუდვები.
1tv.ge