პოლიტიკა
საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. პოლონეთში ჩასული 4,5 მილიონი უკრაინელი ლტოლვილიდან 2,5 მილიონზე მეტმა ქვეყანა დატოვა. ისინი სხვა ქვეყნებში გაემგზავრნენ ან უკრაინაში დაბრუნდნენ. ამ დროისთვის პოლონეთში 1,5 მილიონი უკრაინელი რჩება, მათი უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. დაახლოებით 500 000 ლტოლვილმა მიიღო PESEL-ის პირადი ნომერი, რაც მათ პოლონეთში მუშაობისა და სოციალური შეღავათების მიღების უფლებას აძლევს. უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნები - პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი - ლტოლვილთა ნაკადის გამო ეკონომიკურ სირთულეებს განიცდიან. ამის გამო ისინი იძულებულნი არიან შეამცირონ მიგრანტებისთვის დახმარების ოდენობა.
რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ უკრაინა 8 402 336 ადამიანმა - ქვეყნის მოსახლეობის მეხუთედზე მეტმა დატოვა.