პოლიტიკა
„ცისფერი რევოლუცია” საქართველოში ჩაფლავდა - საქინფორმი

 საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. საღამოს 8 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ხმამაღლა დაანონსებული აქცია შინ, ევროპაში!“ დაიწყო. რიგით მესამე მიტინგი, რომელზეც, დაპირებისამებრ, ასიათასობით მოქალაქეს მთელი საქართველოდან უნდა მოეყარა თავი, სამარცხვინოდ ჩაფლავდა. მიუხედავად იმისა, რომ მიტინგზე შეკრებას აგიტაციას უწევდა ამისათვის რეგიონებში გასული მთელი რადიკალური ოპოზიცია და ყველაზე მრავალრიცხოვანი არასამთავრობო ორგანიზაციები, ლგბტქი + თემის ფილიალის სირცხვილის“ ხელმძღვანელობით, მთელი საქართველოდან თბილისში 2 (ორი) ათასზე მეტი მონაწილის შეკრება ვერ მოახერხეს, რომელთა უმეტესობამ უბრალოდ მუქთად გაისეირნა თბილისში და უკან, თანაც დღიური ფულიც მიიღო!

მომიტინგეთა დანარჩენი შემადგენლობა - იდეურნი, ანუ სააკაშვილის ელექტორატი, რადიკალური ოპოზიცია და, რა თქმა უნდა, სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები არიან. ამ უკანასკნელთა რიცხვს განეკუთვნებოდა გამომსვლელთა უმეტესობა და, ასევე, მხიარული პროვინციული პერსონაჟები, რომლებიც სიბრალულსა და სევდას იწვევდნენ... უხაროდათ მხოლოდ რეგიონებიდან ჩამოსულ ბავშვებს, რომლებიც მათმა მშობლებმა ჩამოიყვანეს დედაქალაქში, და სტუდენტებს, რომლებიც სასეირნოდ მოვიდნენ - მშვენიერი ამინდია! - თანაც, ამაში "ბონუსებს" მიიღებენ.

როგორც ყოველთვის, მიტინგი ევროპის, უკრაინისა და მოლდოვას ჰიმნებით გაიხსნა, ბრბო პირღია იდგა, რადგან სიტყვები არ ესმოდა. და, რა თქმა უნდა, ბოლო ორ მიტინგზე გამოცხადებული მიზანი - ულტიმატუმი "პრორუსულ ოლიგარქიულ მთავრობას" - გადადგეს 3 ივლისამდე იმის გამო, რომ, უკრაინისა და მოლდოვას მსგავსად, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიიჭება ვერ უზრუნველყო, მითად იქცა. ასეთი მარცხის დანახვისას სააკაშვილის ტელეკომპანია „გლავკანალმა“ („მთავარი არხი“) დაიწყო გაყალბება - ონლაინ ტელეტრანსლაციისას დაიწყო არა დღევანდელი, არამედ წინა, შედარებით მრავალრიცხოვანი მიტინგების დროს დრონით ზემოდან გადაღებული კადრების ჩვენება, სადაც, შესაბამისად, შეიკრიბა 15 და 7 ათასი მონაწილე.

ასე რომ, საქართველოში მორიგი „ფერადი რევოლუცია“ – ახალი „ვარდების რევოლუცია“, სახელად „ცისფერი“, ვერ შედგა.

საქინფორმი