რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: აშშ-სა და ევროკაშირის ელჩები, ჩვენ შორის ხიდების აშენების მაგივრად, კლუბ „ხიდში“ დადიან ლგბტ-ს მხარდასაჭერად!

     გვეშველება რამე, ბატონო არნო?” - ამას ყველაზე ხშირად მეკითხებიან. რა გითხრათ, რით გაგახაროთ“ - ილიას სიტყვებით ვპასუხობ უბრალო ადამიანებს. არა, სულაც არ ვარ პესიმისტი, მაგრამ რა უნდა ვთქვა, როცა რუსთაველზე, ილიას და აკაკის გვერდზე, სადაც ზვიადი და მერაბი იდგნენ, დღეს უბორნიის პოეტებსა და იმ გიჟმაჟუა ყაბალახიან ქალბატონს ვხედავ, ნაცების ქართლის დედა“ რომ დავარქვი?! რა ვთქვა, როცა დასავლელი ელჩები, აშშ-სა და ევროკაშირის ელჩები მეთურობით, ჩვენ შორის ხიდების აშენების მაგივრად, ზედიზედ მეორე წელია, კლუბ „ხიდში“ დადიან ლგბტქ-მხარდასაჭერად?! რა არის ეს, თუ არა იმ ქვეყნის უპატივცემულობა, სადაც მოღვაწეობენ, ქართული ტრადიციების, ეკლესიისა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა?!

უკაცრავად, მაგრამ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების უფლებები საქართველოში არასოდეს ილახებოდა, სანამ ამაზე კიჟინი არ დაგვიწყეს! შორს ნუ მიდიხართ - იხილეთ გასული კვირის აშშ-ის საელჩოს განცხადება ფეისბუქ-გვერდზე: ამ თვეში ჩვენ შევახსენებთ ლგბტქი+ საზოგადოებას, რომ ისინი უყვართ და მათ აფასებენ. შეერთებული შტატები გიღებთ ისეთებს, როგორიც ხართ - ღირსების, პატივისცემისა და მხარდაჭერის ღირსი. დღეს და ყოველდღე შეერთებული შტატები დგას მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით მათ მიმდინარე ბრძოლაში შეუწყნარებლობის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ”. ნეტავ, რას ფიქრობს ქალბატონი ელჩი, როცა აღშფოთებული ქართველების ასობით კრიტიკულ კომენტარს ხედავს?! კიდევ კარგი, რომ არ შლიან…

   მაგრამ დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალიო“ - აშშ და ევრომოგვსპობენ, თუ ღიად უჯანყდით, საჭიროა მათი გაყოფა „კარგებად“ და „ცუდებად“, პოლიტიკაა საჭირო, და არა იერიში! და ამაში მე პრემიერ ღარიბაშვილს ვენდობი, ის ეროვნულ ინტერესებს არავითარ შემთხვევაში და არაფრის დიდებით არ ავნებს! საქართველო უპირველეს ყოვლისა!“ - ირაკლიზეა ნათქვამი, რაც მან ერთხელ უკვე დაგვიმტკიცა. სხვა მის ადგილას, პრემიერად მეორედ მოსვლისას, უფრო ფრთხილად მოიქცეოდა... ჯერ კიდევ გუშინ წარმოუდგენელი იყო, რომ თქვენი მონა-მორჩილის გარდა, საქართველოში ვინმე გაბედავს და იტყვის - რომ დასავლეთში საქართველოს ომში ჩათრევა უნდათ და პრეზიდენტი ზურაბიშვილი მათ სამსახურშია; რომ ევროკავშირის კანდიდატობით შანტაჟი ხრიკი იყო ამ მიზნის მისაღწევად; რომ დღეს უკრაინა საქართველოს მეგობარი და კეთილმოსურნე არ არის; რომ სააკაშვილი სპეციალურად გამოუშვეს საქართველოში გადატრიალების მოსაწყობად და როცა „კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ“, იმავე მიზნით „ქართული ოცნების“ და მის დამფუძნებლის წინააღმდეგ “მეორე ფრონტი“ გახსნეს - ანტიდასავლურობაში/რუსეთუმეობაში დასდეს ბრალი! მაგრამ დღეს „ოცნებამ“ გაბედა და ეს სიმართლე ხმამაღლა თქვა!

   ახლა ვამბობ - საქართველოს ბურჯი ბურჯანაძე კი არა, ივანიშვილია! რომელი ქვეყანა არ ინატრებდა, მისნაირი ძლიერი მფარველი და დამცველი ჰყავდეს, სამმილიარდიანი მეცენატობა ცალკე იყოს?! ივანიშვილია, და არა ზურაბიშვილი, ქვეყნის უსაფრთხოების და სტაბილურობას გარანტი, თუ გნებავთ! ის ამბიციური, უვიცი და ავი ქალი უმადური კოლაბორაციონისტი აღმოჩნდა მისი წინაპრების მსგავსად! მაგრამ რას ვხედავთ?! - ივანიშვილი ოლიგარქიაო და ექსპროპრიაციას ექვემდებარება! ვისაც ივანიშვილის საქართველოდან გაძევება უნდა, ქართველი იქნება, თუ უცხოელი, ის საქართველოს მოყვარეა, თუ მტერი, გეკითხებით?!

   რაც შეეხება რუსეთს - რაც დღეს ხდება, სულ რუსეთის ბრალია, რადგანაც სტალინის მერე, განსაკუთრებით ხრუშჩოვმა, გორბაჩოვმა და ელცინმა, ნებითა, ანუ გამყიდველობით, თუ უნებლიედ - მოკლე უჭკუობითა და ლენჩობით, ყველაფერი დათმეს და გაყიდეს, დათმობასა და გაყიდვას კიდევ დიდი ჭკუა არ მოეკითხება! სამაგიეროდ, საბჭოთა კავშირის მოძმე ხალხების ბედი ფეხებზე დაიკიდეს! დღეს ამერიკამ უკრაინა საცდელ პოლიგონად გადააქცია და რუსული არმიის შესაძლებლობები ჩინებულად შეისწავლა, რასაც არც ერთი დაზვერვა, ცრუ და ენტაგონი 100 წელი ომის გარეშე ვერ შეძლებდნენ! ახლა, მესამე მსოფლიო ომის შემთხვევაში, დასავლეთში უკვე იციან რუსული არმიის შესაძლებლობები და როგორ ატარებს ის სახმელეთო ოპერაციებს! ანუ, რუსების ახალი შეიარაღება მთლად „მულტფილმი“ არ აღმოჩნდა, როგორც მავანი ამბობდა! ერთდროულად აშშ-მა რუსულ ენერგომატარებლებსა და სურსათზე დამოკიდებული ევროპა საბოოლოდ „ტყვედ ჩაიგდო“, ამ ომში ჩათრევით ევროკავშირის ეკონომიკა გაანახევრა!

   ამავდროულად მკაფიოდ გამოჩნდნენ რუსეთის მხარდამჭერები და პარტნიორები - ჩინეთი, შანხაის ხელშეკრულების და „ბრიკს“-ის წევრ-ქვეყნები, კასპიის ქვეყნები, ბელარუსზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ვინმემ საქართველოში შეამჩნია, რომ მადრიდში ნატოს სამიტის წინა დღეს „როსკოსმოსმა“ გამოაქვეყნა დასავლეთის გადაწყვეტილების მიმღები ცენტრების სურათები და კოორდინატები კოსმოსიდან, „რესურს-P“ თანამგზავრის მიერ გადაღებული?! სანამ ალიანსის 30 ქვეყნის წარმომადგენლები, ასევე პარტნიორები და კანდიდატები 2030 წლამდე სტრატეგიულ კონცეფციაზე მუშაობენ, „როსკოსმოსი“ აქვეყნებს სამიტის ჩატარების ადგილისა და სწორედ იმ „გადაწყვეტილების ცენტრების“ თანამგზავრულ ფოტოებს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინელ ნაციონალისტებს. ამასთან, ვიძლევით ობიექტების კოორდინატებს. ისე, ყოველი შემთხვევისთვის”, - ნათქვამია რუსეთის სახელმწიფო კორპორაციის ცნობაში. ფოტოებზე აღბეჭდილია თეთრი სახლი და პენტაგონი ვაშინგტონში, კონგრეს-ცენტრი IFEMA მადრიდში, სადაც სამიტი გაიმართება, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო, რაიხსტაგი და ფედერალური კანცლერის უწყება ბერლინში, ასევე ელისეის მინდვრები და ელისეის სასახლე პარიზში.

   ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ ორი ბანაკის ჭიდილში საქართველო რაც შეიძლება შორს უნდა დადგეს! არავითარი სიმატიები თუ ემპატიები არც ერთმხარის მიმართ, არც ერთკრიტიკული განცხადება თუ მინიშნება, მხარდაჭერაზე უკვე აღარც ვლაპარაკობ! ასე იქცევა ჩვენი მეზობელი - საქართველოზე შეუდარებლად ძლიერი აზერბაიჯანი, ხოლო აქტიური პოლიტიკის საშუალება, როგორიც ერდოღანის თურქეთს აქვს - ანუ, ორივე მხარესთან თამაში და ორივე მხრიდან დივიდენდების მიღება - ჩვენ ჯერჯერობით არ გაგვაჩნია. თუმცა, მჯერა - თუ ქართველები ჭკუით იქნებიან, როგორც დიდმა ჭაბუამ დაგვიბარა, საქართველომ შეიძლება დაიბრუნოს კავკასიის ცენტრალური ქვეყნის, სახლების შემრიგებლის ფუნქცია, რასაც მისი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობაც უწყობს ხელს! ასე იყო საბჭოთა კავშირის დროს, როცა თბილისში გაზეთი „Заря Востока გამოდიოდა, სწორედ ამნაირი ხალხის მეგობრობასა და ძმობაზეა დაწერილი შილერის ოდა და ბეთჰოვენის სიმფონია, ევროის ჰიმნად რომ იყენებენ!

მაგრამ თმებგაშლილი ქალთევზაკელი, „კლარნეტკარლთან ერთად, ყველა „თბილისი პრაიდში“ რომ მონაწილეობს, გვიმტკიცებს, რომ, თურმე, ქართველების მეგობრები შეერთებულ შტატებსა და ევროპაში არიან, ხოლო რუსეთია ის, ვინც ცდილობს ქართული ენის მოკვლას, ვინც შეურაცხყო ქართული ეკლესიები, ცხოველების სადგომად მათი გამოყენებით“...

ცუდია, რომ ამ სირინოზას, საქართველოში აშშ-ის ელჩად დანიშვნის შემდეგაც, საქართველოზე ერთი წიგნი არ წაუკითხავს, თორემ ეცოდინებოდა, რომ ქართველები რუსებთან საუკუნეები მეგობრობდნენ - მისი მშობლიური ამერიკა იმდენ ხანს არ არსებობს, და რუსი ერთადერთი ერია, ვისთანაც ქართველს არ უომია, სანამ კავკასიით აშშ არ დაინტერესდა. მაგრამ თუნდაც ცამდე მართალი იყოს, შეიძლება დიპლომატი და თანაც ქალბატონი სიძულვილის ენით მეტყველებდეს - „ენის მოკვლაო”, ეკლესიებში ცხოველების სადგომებიო“?! როგორ შეიძლება, ელჩი იმდენს იტყუებოდე - აქაოდა,ამერიკის შეერთებული შტატები არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში»?! აბა, რა არის მისი ეს სიტყვები, თუ არა საქართველოს რუსეთთან ომისკენ წაქეზება?! რატომ მიდის საქართველოს გზაშინ, ევროპისკენმაინდამაიც რუსეთთან ომისკენ?! და ამავე დროს ელჩი დეგნანი არნახული ცინიზმით ტყუილში საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს და მას რუსეთის სპეცსამსახურის აგენტად ნათლავს - თურმე, ამ მზაკვრულ დეზინფორმაცია (რომ აშშ საქართველოს რუსეთთან ომისკენ უბიძგებს) პირდაპირ რუსეთის «ფე-ეს-ბე“- დავალებით ავრცელებენო!

   ამის მერე რამდენად მიზაშეწონილია, ეს ქალბატონი ჩვენს ბავშვებთან სკოლებსა და ბაგა-ბაღებში ლამის ყოველდღე მიდიოდეს და მათ რაღაცას ასწავლიდეს?! ან რას ასწავლის კელი დეგნანი ჩვენს მოსამართლეებს სასამართლოებში, სადაც რეგულარულად სტუმრობს?! რა ესაქმება უცხო ქვეყნის ელჩს ჩვენს სასწავლო დაწესებულებებსა და სასამართლოებში, რომლებიც კონსტიტუცით, ძალოვან სტრუქტურებთან ერთად, სრულიად აპოლიტიკური ინსტიტუტებია?! „ქართულ ოცნებაში“, სანამ ძალიან არ გაუჭირდათ, აშშ, ნატო და ევროკავშირი მართლაც მეგობრები და თანასწორი პარტნიორები ეგონათ, დღესაც კი ფარდა ბოლომდე ახდილი არ არის. ჰოდა, თუ ისევ ისე გაგრძელდა, არაფერიც არ გვეშველება, მეგობრებო!

საქინფორმი“- მთავარი რედაქტორი
არნო
ხიდირბეგიშვილი

2022 წლის 1 ივლისი
საქართველო, თბილისი