საზოგადოება
კელი დეგნანი „თბილისი პრაიდის“ კონფერენციის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის პოლიციელებს მადლობას უხდის

 საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მადლობას უხდის „თბილისი პრაიდის“ რეგიონულ ლგბტქი+ კონფერენციაზე მობილიზებულ პოლიციის ოფიცრებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

კელი დეგნანი დღევანდელ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და უმცირესობების უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ბაიდენის ადმინისტრაციამ ადამიანის უფლებები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გულში ჩასვა. ყოველდღე აქ, საქართველოში და მთელ მსოფლიოში ჩვენ ვმუშაობთ მთავრობებთან და ადამიანის უფლებათა დამცველებთან, ყველასთვის თანასწორი მოპყრობის უზრუნველსაყოფად. პლურალისტური დემოკრატიის ნამდვილი ტესტი არის უმცირესობებისა თუ სხვა მხრივ საზოგადოებისგან გარიყულთა უფლებების დაცვა.

შეერთებული შტატები ადასტურებს, რომ ყველა ადამიანს უნდა მოეპყრონ პატივისცემითა და ღირსეულად. ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს შიშის გარეშე ცხოვრება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არიან ისინი ან ვინ უყვართ მათ. პატივს მივაგებთ რა გამძლეობას ლგბტქი+ ადამიანებისა, რომლებიც იბრძვიან ავთენტური და თავისუფალი ცხოვრებისთვის, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს რწმენას, რომ ლგბტქი+ უფლებები არის ადამიანის უფლებები“, – განაცხადა კელი დეგნანმა „თბილისი პრაიდის“ რეგიონულ ლგბტქი+ კონფერენციაზე.