ნავთლუღის ბაზარში გაჩენილმა ხანძარმა მოვაჭრეები დააზარალა
დღეს, 7 ივნისს, 12:30 საათზე, საქინფორმს ნავთლუღის ბაზრის მოვაჭრეები დაუკავშირდნენ, რომელთაც აცნობეს, რომ ბაზრის ტერიტორიის ნაწილი დამწვარია. მათი ინფორმაციით, ხანძარი ბაზარში წუხელ გვიან ღამით გაჩნდა და 150 კვადრატულ მეტრამდე ფართობს მოედო. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. დამწვარია ერთ
-ერთი საცხობი, სასადილო და რამდენიმე სავაჭრო დახლი.
როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, რამდენიმე მათგანი სერიოზულად დაზარალდა, რადგან სავაჭრო საქონელი ცეცხლმა გაუნადგურა.
რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, მათ სამართალდამცველები ადგენენ, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროსადენებზე ცეცხლის გაჩენის შედეგად გავრცელდა.