რელიგია
პაპი ფრანცისკე ქართველ მგალობლებს: ქართველებს კარგი მუსიკა და ღვინო გაქვთ

 საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. წმინდა პეტრეს ტაძარში წირვის ჩატარებამდე, პაპი ფრანცისკე ვატიკანში მყოფ ქართველ მგალობელთა გუნდსა და სახელმწიფო დელეგაციას შეხვდა.

კათოლიკე ეკლესიის ინფორმაციით, პაპმა ქართული გალობა მოისმინა, ქართული მუსიკა და ღვინო კი შეაქო.

ქართველებს ძალიან კარგი მუსიკა და კარგი ღვინო გაქვთ“, – მიმართა პონტიფიკოსმა ქართველ მგალობლებს.

ქართული ღვინო პაპ ფრანცისკეს საქართველოში წმინდა საყდრის დესპანმა, არქიეპისკოპოსმა ჟოზე აველინო ბეტანკურმა გაუგზავნა.

თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდმა პეტრე-პავლობის სადღესასწაულო წირვის დასრულებისას ქართული გალობა გააჟღერა.