საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, აშშ-ის სენატორების დელეგაციასთან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ნატოში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა განიხილეს.
“სიღრმისეული საუბარი მქონდა აშშ-ის სენატორების ერთობლივ დელეგაციასთან ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით და ტომ ტილის მონაწილეობით. განვიხილეთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ნატოში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა. საქართველოს დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.