აქტუალური
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მიესალმება ნატოში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს

 საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მიესალმება ნატოში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს.

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან. საქართველო მიესალმება ნატოში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს. საქართველოში ამაყობენ შვედეთის სახით ნამდვილი მეგობრისა და სანდო პარტნიორის ყოლით. შვედეთის მხრიდან ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს მისწრაფებების უპირობო მხარდაჭერისთვის მადლობელი ვართ”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.