საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. ჩემი აზრით, ახლა დადგა მომენტი საქართველოს მთავრობისთვის, რომ იმუშაოს ყველა მხარესთან, მათ შორის ოპოზიურ პარტიებთან, სამოქალაქო სექტორთან, რათა შესრულდეს რეკომენდაციები, რომლებიც ევროკავშირის საბჭომ გასცა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ თქვა 20 ივნისს და ყველა გამოკითხვაში გამოხატა მხარდაჭერა ევროკავშირში საქართველოს გაწვერიანებისადმი, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინ წაწევისადმი.
„ჩემი აზრით, ახლა დადგა მომენტი საქართველოს მთავრობისთვის, რომ იმუშაოს ყველა მხარესთან, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო სექტორთან, რათა შესრულდეს რეკომენდაციები, რომლებიც ევროკავშირის საბჭომ გასცა. ეს არის მკაფიო გზა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. უფრო მკაფიოდ ვერ იტყვი. ეს არის ნაბიჯები, რომლის შესრულების შემთხვევაში იმედია, წლის ბოლომდე საქართველოს ასევე ექნება კანდიდატის სტატუსი. ეს არის ძალიან პირდაპირი პასუხი საქართველოსთვის ევროკავშირის მხრიდან. საქართველო არის ევროპის ნაწილი და ევროკავშირის სურს, მიესალმოს საქართველოს ევროკავშირში, მაგრამ საქართველოს სჭირდება მოახდინოს ერთგულების დემონსტრირება დემოკრატიისა და რეფორმებისადმი. არც ერთი ეს რეფორმა ახალი არ არის. ეს ის რეფორმებია, რომლებზეც საქართველო მუშაობდა და პროგრესს განიცდიდა. ახლა საჭიროა მეტი პროგრესი. ეს არის მომენტი მთავრობისა და საზოგადოებისთვის, რომ გაერთიანდნენ ევროკავშირის წევრობის მიზნისთვის. იმედი მაქვს, ამას ვნახავთ მომავალ თვეებში“, – განაცხადა დეგნანმა.