საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი.„ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ეროვნული თანხმობის მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბარი სრული სისულელეა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა არაკანონიერი და არაკონსტიტუციურია.
„ეს არის სრული სისულელე. აზრი არ აქვს, რომ მაგ პოლემიკაში შევიდეთ. ეს არის სრული სისულელე ამ სიტყვების სრული პასუხისმგებლობით. არაკონსტიტუციური, არაკანონიერი, საერთოდ აბსურდია ჩვეულებრივი", - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე - „შინ ევროპისკენ“ სამოქალაქო საზოგადოების სამოქმედო გეგმა და მოთხოვნები გააჟღერეს. სამოქალაქო საზოგადოება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს, რისთვისაც ხელისუფლებას 1-კვირიან ვადა მისცეს.