აქტუალური
აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ

 საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რომელსაც აზერბაიჯანული მედია ავრცელებს, 2022 წლის 17-28 ოქტომბერს გაიმართება აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს სამხედროთა მონაწილეობით ერთობლივი სამხედრო წვრთნები «Eternity-2022».

ოფიციალური ცნობითვე, სამხედრო სწავლების დაგეგმარებაზე პირველი სხდომა მხარეების მონაწილეობით თურქეთში უკვე შედგა.

«Eternity-2021″ 2021 წლის ოქტომბერში გაიმართა, სადაც საერთაშორისო სწავლების სცენარი ითვალისწინებდა სამშვიდობო ოპერაციებს, კრიზისული სიტუაციის დროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვას, ასევე, აზერბაიჯანულ, თურქულ და ქართულ სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას.