უცხოეთი
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები - მზად ვართ მხარი დავუჭიროთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება

 საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერებმა პირობა დადეს, რომ უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს გააგრძელებენ, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.

„გავაგრძელებთ ფინანსური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერის უზრუნველყოფას და მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ სამიტის განცხადებაში.

ლიდერები მიიჩნევენ, რომ დიპლომატიური გზის განსაზღვრა უკრაინის გადასაწყვეტია.

"მზად ვართ დავეხმაროთ უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, საკუთარი თავის დაცვასა და საკუთარი მომავლის არჩევაში. სამომავლო სამშვიდობო მოგვარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება უკრაინის მისაღებია და ეს გადაწყვეტილება თავისუფალი უნდა იყოს გარე წნეხისა და გავლენისგან", - ნათქვამია განცხადებაში.

ლიდერების განცხადებით, ისინი ერთად იმუშავებენ, რათა დაეხმარონ უკრაინას ომის დასრულების შემდეგ თავის დაცვაში.

„ომის შემდგომი სამშვიდობო მოგვარების ეფექტიანობის მიზნით, ჩვენ მზად ვართ მივაღწიოთ შეთანხმებებს დაინტერესებულ ქვეყნებთან და ინსტიტუტებთან და უკრაინასთან უსაფრთხოების მდგრადი ვალდებულებების შესახებ, რათა დავეხმაროთ უკრაინას დაიცვას საკუთარი თავი, უზრუნველყოს მისი თავისუფალი და დემოკრატიული მომავალი და შეაჩეროს მომავალი რუსული აგრესია“,- ნათქვამია განცხადებაში.

interpressnews.ge