პოლიტიკა
ჩვენ ჩავიბარეთ უდიდესი გამოწვევით აღსავსე სისტემა — ირაკლი ღარიბაშვილი

 საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. სასამართლოს რაც შეეხება, ჩვენ ჩავიბარეთ უდიდესი გამოწვევით აღსავსე სისტემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, 10 წლის განმავლობაში სასამართლო ნოტარიუსის ოფისიდან, რეალურ სასამართლო დამოუკიდებელ გამჭვირვალე სისტემად გარდაიქმნა.

10 წლის განმავლობაში ჩვენ სასამართლო გარდავქმენით, ნოტარიუსის ოფისიდან, რეალურ სასამართლო დამოუკიდებელ გამჭვირვალე სისტემად. ვისაუბროთ სისტემაზე, სისტემის გამჭვირვალობაზე, ანგარიშვალდებულებაზე, გამამტყუნებელი განაჩენების რაოდენობაზე, სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობაზე. მე ჩემს გამოსვლაში არა ერთხელ მითქვამს და მინდა გავიმეორო კიდევ ერთხელ, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ, ყველა მიმართულებით, გვაქვს რეალური პროგრესი, ამის მიუხედავად, ჩვენ ბრიუსელთან 1 თვის წინ შევთანხმდით ასოცირების დღის წესრიგზე, სადაც ასევე ჩაიწერა, რომ უნდა განვახორციელოთ სასამართლოს რეფორმა და სხვა მიმდინარე პროცესში არსებული რეფორმები. ეს ნორმალურია. ჩვენ რომ ჩავატარეთ რეფორმები სასამართლოში, თქვენ გგონიათ, რომ ამით ჩვენ თვითკმაყოფილებაში აღმოვჩნდით და ვთქვით, რომ ყველაფერი დასრულდა? რა თქმა უნდა - არა. რეფორმები გრძელდება ყველგან, მათ შორის, ევროპაში, მაგრამ ავიღოთ ჩვენ ეს თუნდაც ევროპელების მიერ შეფასებული რეიტინგები, რეალური სიტუაციის შეფასებები. ჩვენ ამ კრიტერიუმებით და პარამეტრებით, ჩვენი სისტემა ბევრად უსწრებს, რეგიონზე აღარ მაქვს საუბარი, მათ შორის, ბევრი ევროპული სახელმწიფოს სისტემებს. ასე რომ, ეს მგონი არის ნორმალური, მუშა პროცესი. ჩვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატია ვართ, სულ რაღაც 10 წელია მართლაც ძალიან ბევრი ხელშესახები რეფორმა და პროგრესი მოვიტანეთ. აშშ-დასჭირდა 200 წელი და უფრო მეტიც იმისთვის, რომ მიეღწია მართლაც სამაგალითო სისტემისთვის, ევროპაშიც ანალოგიურად, ათეული წლები დასჭირდა იმისთვის, რომ მიეღწიათ ასეთ პროგრესს. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ, ამ ახალგაზრდა დემოკრატიამ, ამ 10 წლის განმავლობაში რეალური, ხელშესახები პროგრესი მოვუტანეთ. ამ ყველა პირობას ჩვენ შევასრულებთ.

მკითხეთ, რომ ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ეს ჩამონათვალი ვიხილეთ ყველამ ერთად. შეგახსენებთ, რომ მხოლოდ გუშინ და დღესაც გრძელდება, დაამტკიცა ევროპულმა საბჭომ, თქვენ რა გარანტია გქონდათ, რომ ამ პირობებს მიიღებდნენ, ან არ მიიღებდნენ, ამიტომ ხალხი გისმენთ და კითხვას რომ დასვამთ, უნდა იყოთ, ასე ვთქვათ, სამართლიანი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.