სამართალი
„თავისუფალი დემოკრატები“: „კინოვარსკვლავების საქართველოში ჩამოყვანით ხელისუფლება 26 მაისის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის“

alasaამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ გუშინ აქციის გამართვის მცდელობის გამო ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„სამართალდამცავი ორგანოების მიერ 5 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავების გამო „თავისუფალი დემოკრატები“ პროტესტს გამოხატავს. ქვეყანაში უნდა შეწყდეს  განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეთა დაკავება და დევნა. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ წითელი ხალიჩების დაგებითა და კინოვარსკვლავების საქართველოში ჩამოყვანით ხელისუფლება 26 მაისის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას თავიდან ვერ მოიხსნის“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს „სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერის – ირაკლი ბათიაშვილის მეუღლე და შვილი, ასევე, „კონსერვატორი“ ლაშა ჩხარტიშვილი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვას აპირებდნენ, თუმცა ისინი დააკავეს. ჩხარტიშვილს 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, ბათიაშვილის ოჯახის წევრებს კი 400-400 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრეს. მოგვიანებით დააკავეს და 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრეს თავად ირაკლი ბათიაშვილსაც, რომელიც დაწყებულ სასამართლო პროცესზე შესვლას ცდილობდა.