საზოგადოება
ლაშა ჩხარტიშვილი: „სააკაშვილი“ უცენზურო სიტყვაა, მას „მიკროდიქტატორი“ დავუძახოთ“

lasha_chxartishvili3როგორც ჩხარტიშვილი აცხადებს, მას მიმდინარე წლის 5 ივნისს ჰქონდა სურვილი, კიდევ ერთხელ გამოეხატა პროტესტი სააკაშვილი-მერაბიშვილის კრიმინალური ტანდემის მიერ 26 მაისს მშვიდობიანი აქციის დაუნდობელი და სისხლიანი დარბევისა და უდანაშაულო ადამიანების ხოცვა-ჟლეტის გამო, თუმცა ის გაურკვეველი ბრალდებით დააპატიმრეს.

„ჩემი მოქალაქეობრივი ვალის შესასრულებლად შევარჩიე სააკაშვილის მორიგი მრავალმილიონიანი სამარცხვინო პიარაქციის განხორციელების დრო. სამწუხაროდ, ვერ შევძელი ჩემი სამართლიანი და კანონიერი პროტესტის გამოხატვა, ვინაიდან სასწრაფო წესით დამაკავა შსს-ის სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა ვიგინდარათა ხროვამ. მხოლოდ სასამართლოში გაირკვა, რომ მე სიტყვები „ძირს სააკაშვილის სისხლიანი დიქტატურა!“ უცენზურო გამონათქვამად „ჩამითვალეს“ და სწორედ ეს „ბრალი“ წამიყენეს. ვაღიარებ, რომ მართლა გამოვიყენე უცენზურო სიტყვა, კერძოდ, სიტყვა „სააკაშვილი“, მომავალში ყველანაირად შევეცდები, მას მხოლოდ „მიკროდიქტატორი“ ვუწოდო!“, – აცხადებს ჩხარტიშვილი, რომელიც გუშინ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვის მცდელობისას დააკავეს და 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.