პოლიტიკა
დევიდ დრაიერი: „26 მაისის მსგავს მოვლენაზე ამერიკის კონგრესში მოსმენები აუცილებლად ჩატარდებოდა“

david_dreierამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა დევიდ დრაიერმა დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე მას შემდეგ განაცხადა, რაც ჟურნალისტები 26 მაისის მოვლენებზე კონგრესმენების მოსაზრებებით დაინტერესდნენ.

დრაიერის განცხადებით, „ისინი გაეცნენ ინფორმაციას 26 მაისთან დაკავშირებით და შეუძლია თქვას, რომ, მსგავსი რამ ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ მომხდარიყო, აუცილებლად ჩატარდებოდა დამოუკიდებელი გამოძიება“.

კონგრესმენმა ხაზი გაუსვა, რომ „პარალელურად, აუცილებლად გაიმართებოდა კონგრესში მოსმენები და განხილვები. ეს იქნებოდა სასარგებლო ყველასთვის და გაზრდიდა მთავრობისადმი და პარლამენტისადმი ნდობას“, – დასძინა დრაიერმა.