პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოში „ევრომაიდანი” დაიწყო

     მიტინგით წინ ევროპისკენშინ ევროპისკენ! საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ახალი მცდელობა დაიწყო.

მიტინგის ჩატარების თარიღი - 2022 წლის 20 ივნისი - შემთხვევით როდი აირჩიეს - სახელმწიფო გადატრიალების წინა სერიოზული მცდელობა საქართველოში - ე.წ. "გავრილოვის ღამე" - ზუსტად 3 წლის წინ? 2019 წლის 20 ივნისს მოხდა.

   მიზეზებს, როგორც მაშინ, ისე ახლა, არ შეიძლება დამაჯერებელი ეწოდოს:

- მაშინ სახელმწიფო დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს, როგორც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტს, რომლის მორიგი სხდომა საქართველოს პარლამენტის მოწვევით გაიმართა თბილისში, პარლამენტის შენობაში, მომწვევმა - ქართულმა მხარემ ლოგიკურად შესთავაზა თავმჯდომარის სავარძლის დაკავება, რომელსაც სხდომების დროს, ჩვეულებრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იკავებს. ამან თითქოსდა გამოიწვია რადიკალური ოპოზიციის - კოლექტიური სააკაშვილის, ექსმმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების „რისხვა“, სინამდვილეში კი რუსული დელეგაციის ჩამოსვლის თაობაზე წინასწარ იცოდნენ და ობსრუქციას ამზადებდნენ;

- ახლა, მიუხედავ იმისა, რომ წინასწარ იცოდნენ - 24 ივნისს ევროკავშირის სამიტზე საქართველო არ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, რაც მკაფიოდ არის ნათქვამი ევროკომისიის რეკომენდაციებში, სტატუსის მიღების მხარდასაჭერი მიტინგი მაინც გამართეს, რომელზეც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი სტატუსის მოპოვებაში ერთადერთ დაბრკოლებად გამოცხადდა. ასევე დაანონსდა კიდევ ერთი მიტინგი - 24 ივნისს, როდესაც გახმოვანდება ევროკავშირის უკვე ცნობილი გადაწყვეტილება, ანუ უკრაინასა და მოლდოვას - სტატუსი, საქართველოს - 6-თვიანი საცდელი ვადა შეცდომების გამოსასწორებლად.

დასკვნა - საქართველოში მორიგი სახელმწიფო გადატრიალების იდეოლოგიური დასაბუთება მაქსიმალურად იდენტურია კიევის „ევრომაიდანის“ - პრორუსი ოლიგარქი და მისი ხელისუფლება აფერხებენ საქართველოს სვლას მშობლიურ ევროპულ ოჯახში და ისინი არ გამოსწორდებიან, ამიტომ დაუყოვნებლივ თავიდან უნდა მოვიშოროთ!".

შეგახსენებთ, რომ, როგორც არაერთხელ გამოცხადდა, საქართველო ევროკავშირში განაცხადის შეტანას მხოლოდ 2024 წელს აპირებდა, როდესაც კონსტიტუციის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა. წინადადება, რომ განაცხადი შეიტანოს ახლა, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად უკრაინის ომთან დაკავშირებით, ბრიუსელიდან და, შესაძლოა, ვაშინგტონიდანაც მომდინარეობდა, რათა სწრაფად დაესაკუთრებინათ უკრაინა, ომ ის რუსეთარ რგებოდა. ამისთვის სამი ქვეყანა გაერთიანდა ბლოკში - "ასოცირებული ტრიო", მაგრამ საქართველომ ჩაშალა ბრიუსელისა და კიევის გეგმები იმით, რომ არ გამოუცხადა ომი რუსეთს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ (რასამე 26 თებერვალს მეორე ფრონტი“ ვუწოდე), ასევე არ შეუერთდა ანტირუსულ ეკონომიკურ სანქციებს.

   მკითხველს ასევე შევახსენებ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ორ მცდელობას:

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მათი „ფალსიფიკაციის“ საბაბით (2003 წლის 23 ნოემბრის „ვარდების რევოლუციის“ ნაცადი მიზეზი);

- 2021 წლის სექტემბერში, როდესაც სააკაშვილმა ფარულად შემოაღწია საქართველოში რუსთაველის გამზირზე "ასიათასობით მხარდამჭერის" იმედით.

   აქვთ თუ არა ამჯერად პუტჩისტებს წარმატების შანსი? - მოქმედ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, ჩამოვთვლი მხოლოდ "რევოლუციონერთა" - იმავე რადიკალური ოპოზიციის- კოლექტიური სააკაშვილის ძლიერ და სუსტ მხარეებს

   12 ივნისს, მიტინგამდე ერთ კვირაზე მეტი ხნით ადრე, საქინფორმზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში, ასევე სხვა მედიაში (ИА REX, «Спутник-Грузия», NEWS-FRONT), ვამბობ შემდეგს: „24 ივნისს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტზე საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭება. საქართველოს მთავრობა არ გაჩუმდება და, სავარაუდოდ, გაასაჯაროებს სკანდალურ ინფორმაციას სააკაშვილის მიერ შექმნილი უცხოელი ლობისტების უკანონო კორუფციული ქსელის შესახებ, რომელშიც ევროპელი და ამერიკელი პარლამენტარების გარდა, საქართველოში დასავლური დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელიც შედის. გამორიცხული როდია, კონკრეტული თანხებიც კი დასახელდეს, რომლებიც სააკაშვილის დავალებითსაქართველოს მეგობრებსექსმმართველინაციონალური მოძრაობისპარტიულმამოლარეებმაგადარიცხეს, რათა დაებლოკათ ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების პროცესი, მოეხდინათ მოსახლეობის უკმაყოფილების პროვოცირება და საქართველოში მორიგიფერადიგადატრიალების ორგანიზება. ახლახან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების მიერ მოწყობილი არეულობები ძველი უვერტიურაა, რადგან თბილისში არეულობა ყოველთვის თსუ-ით იწყებოდა“.

   სტუდენტებთან დაკავშირებით ჩემი პროგნოზის პირველი ნაწილი გამართლდა, ახლა ველოდებით ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის მხილებას. თუმცა, ხელისუფლების ადგილზე, არ შემოვიფარგლებოდმხოლოდ ოპოზიციის ლუსტრირებით, როგორც ეს გაკეთდა რამდენიმე დღის წინ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან, «Ляка» ხოშტარიასთან მიმართებაში. აქციის ორგანიზატორებმა – ოპოზიციის ლიდერებმა – შეძლეს „ქართული ოცნების“ 10-წლიანი მმართველობის მანძილზე მის წინააღმდეგ განეწყოთ სტუდენტები (არ აქვს მნიშვნელობა, 15 ათასი, როგორც საქინფორმი იტყობინება, თუ 150 ათასი, როგორც სააკაშვილის ტელეკომპანია „მთავარი არხი“ იუწყება), რაც ძალიან საშიშია. გარდა იმისა, რომ ეს სააკაშვილისა და მისი მიმდევრების იდეებით დაბოლილი ახალგაზრდები არიან, მათ წინააღმდეგ ძალისმიერი მეთოდები არ მუშაობს - პრემიერი ღარიბაშვილი ასეთ განკარგულებას არ გასცემს. აი მათი იდეოლოგები კი - ორგანიზატორები, რომლებსაც სააკაშვილი „ვივამედიდან“ ღიად ხელმძღვანელობს (ფოსტალიონი ხერხეულიძესა და ფეისბუკის მეშვეობით), სასწრაფოდ დაპატიმრებას ექვემდებარებიან. და არა მარტო ქართველ ხალხში, განსაკუთრებით მყიფე ფსიქიკის მქონე გამოუცდელ ახალგაზრდებს შორის შუღლის გაღვივებისთვის, რაც წინაპირობაა საქართველოში ახალი სამოქალაქო ომისთვის, ანუ საფრთხეს უქმნის მის ეროვნულ უსაფრთხოებას. სახეზეა უზარმაზარი უკანონო ფინანსური მხარდაჭერა უცხოეთიდან, ძირგამომთხრელი საქმიანობა, საბოტაჟი, შპიონაჟი და სამშობლოს ღალატი! „ქართული ოცნების“ ხელისუფლება 10 წელი თამაშობს კოაბიტაციასა და დემოკრატიას, დასავლეთის ინსტრუქციების შესრულებით, ახლა კი დასავლეთმა ახალი ინსტრუქცია გაუგზავნა - შეიცვალოს „მეოცნებეების“ ხელისუფლება და განხორციელდეს მისი დამფუძნებლის - მეცენატის, მილიარდერისა და ექსპრემიერი ივანიშვილის აქტივების ექსპროპრიაცია! აი ისინიც - „ევრომაიდანს“ საქართველოში მხარი დაუჭირეს ევროპარლამენტარები რასა იუკნევიჩიენე, მარკეტა გრეგოროვა, ჟიგიმანტას პავილიონისი, ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2022 წლის 21 ივნისი
საქართველო, თბილისი