საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი წლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე 22 ივნისს წარდგება

 საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე 22 ივნისის პლენარულ სხდომაზე წარდგება.

მთავრობის ხელმძღვანელის მოსმენა პოლიტიკური დებატების ფორმატში წარიმართება.

რეგლამენტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ყოველწლიური მოხსენება წერილობითი ფორმით პარლამენტს პირველ ივნისს წარუდგინა.