აქტუალური
შევარდნაძის ვაჟი - პაატა, რუსი ჟურნალისტი სოფიკო შევარდნაძის მამა, წუხს იმის გამო, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა

 საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. „ღმერთო, ეს რა ქენით? როგორ მოახერხეთ? - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილი ევროკომისიის მიერ საქართველოს მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას.

„ღმერთო, ეს რა ქენით? როგორ მოახერხეთ? 30 წელი აგურ-აგურ, ევროპულ საქართველოს ვაშენებდით (გვინდოდა, ყოველ შემთხვევაში). არც წინაპრები და მით უმეტეს ახალი, მომავალი თაობა ამას არასდროს გაპატიებენ!!! ხვდებით მაინც რა მოხდა? მიუხვედრელებისთვის: წავედით მოუსავლეთში! ბრავო მეგობრებო! იმ საქართველოს გაუმარჯოს, სადღეგრძელოში რომ იტყვიან: ვიყოთ, პაწა, ერხანს! ფუი“, - წერს პაატა შევარდნაძე.