საზოგადოება
საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან გვატყობინებს:
„ზუგდიდელი კახა მიქაია „ ქართული პარტიის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელობამდე, შემდეგ კი ამ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრობამდე, ლევან გაჩეჩილაძის „დაიცავი საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერი იყო.
როგორც ჩანს, კახა მიქაიას ძალიან მოსწონდა „დაიცავი საქართველო“ მისი სახლის ფასადისათვის (საკუთარი ორსართულიანი შენობა ზუგდიდის ცენტრში მდებარეობს და ოფისიც ამავე სახლში იყო განთავსებული); ამ ორგანიზაციის აღმნიშვნელი დიდი ბანერი მას შემდეგაც არ მოუხსნია, რაც ის „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი გახდა. სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით, იგი დაბრუნებას აპირებს „დაიცავი საქართველოში“. ალბათ, თავად ინტუიციით გრძნობდა კიდეც. და თუ ეს ასე მოხდა, კახა მიქაიას ახალი ბანერის გაკეთება აღარ მოუწევს“.