აქტუალური
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9358 ლარი გახდა

 საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9358 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9358 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.9436 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0078 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0524 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.0855 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0331 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.