საზოგადოება
ზუგდიდში დევნილები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ

devnilebiiროგორც საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან გვატყობინებს, ზუგდიდში ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში ე.წ. ვექტორის 5- სართულიან შენობას, სადაც 535 დევნილი ცხოვრობს, ერთ კვირაზე მეტია, არ მიეწოდება შუქი და წყალი. აქედან გმომდინარე, მობინადრეები საკვებსაც ვერ ამზადებენ.

მობინადრეთა შორის 84 მცირეწლოვანი და 17 ძუძუთა ბავშვია. უშუქობამ და უწყლობამ გაუსაძლისი ანტისანიტარიული მდგომარეობა შეუქმნა დევნილებს.

შუქის გამორთვის მიზეზად ელექტროენერგიის გადახარჯვა სახელდება. დავალიანება შეადგენს 2300 ლარს.

მობინადრეთა განცხადებით, მათ უკვე გააკეთეს 1800 ლარის ეკონომია, თუმცა „ენერგოპროჯორჯია“თანხის ბოლომდე გადახდას ითხოვს. სხვა შემთხვევაში ელექტროენერგიის მიწოდებას არ აღადგენს. ყოველივე ამას კი, დევნილთა თქმით, კიდევ ერთი თვე დასჭირდება.