საზოგადოება
„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი ნინო ბურჯანაძე უკრაინის დედაქალაქ კიევში გაემგზავრა, სადაც პრესკონფერენციისა და რამდენიმე შეხვედრის გამართვას გეგმავს.
ბურჯანაძის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოპოზიციონერ ლიდერს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში პრესკონფერენციების გამართვის შეთავაზებები აქვს და ის ამ შეთავაზების გამოყენებას აპირებს, რათა „მსოფლიომ მიიღოს ობიექტური, მიუკერძოებელი ინფორმაცია 2011 წლის 26 მაისამდე და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, იმ ტერორთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში მძვინვარებს“.„ხელისუფლება ისედაც ვალდებულია, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის უსაფრთხოების დაცვაზე იზრუნოს. ისედაც ხარჯავენ სახელმწიფო ფულს და ჩუმად მაყოლებენ ვიზიტების დროს უშიშროების თანამშრომლებს. ასე რომ, შეუძლიათ, ახლა მაინც დაიცვან კანონი და ღიად გამომაყოლონ ეს ადამიანები – ვიზიტის დროს თავს ბევრად დაცულად ვიგრძნობ“, – განაცხადა ბურჯანაძემ გამგზავრებამდე.
ნინო ბურჯანაძე თბილისში 7 ივნისს დაბრუნდება.