სამართალი
მარეკ შჩიგელი: მივესალმები 13-17 ივნისს ოძისის, ქარძმანისა და სინაგურის გადაკვეთის პუნქტების გახსნას

 საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი აცხადებს, რომ მიესალმება 13-17 ივნისს ოძისის, ქარძმანისა და სინაგურის გადაკვეთის პუნქტების დროებით გახსნას. მარეკ შჩიგელის განცხადებას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.

„გადაკვეთის პუნქტების გახსნა არის ის საკითხი, რომელსაც მუდმივად, 7 ივნისს გამართული უკანასკნელი შეხვედრის ჩათვლით, აქვს ერგნეთის ინციდენტების მექანიზმის ფორმატის თანათავმჯდომარეების მხარდაჭერა.

გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვებს აქვს უარყოფითი გავლენა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე“, – განაცხადა მარეკ შჩიგელმა.