პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ, მთავრობა, კანონით მონიჭებული უფლებით და ძალით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას

 საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს, ვინმე არ წამოეგოს ამ პროვოკაციას, არც ერთ უკანონო ქმედებას არავის ვაპატიებთ, ჩვენ, მთავრობა, კანონით მონიჭებული უფლებით და ძალით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"მას შემდეგ, რაც როგორც მოგახსენეთ დაწყებულია ეს კონტრაბანდული საქონლის შემოგზავნით და აქ რევოლუციის მოწყობა რომ უნდოდათ და არ გამოუვიდათ და აღმოჩნდა ციხეში. შემდეგ გახსოვთ, ჩამოიყვანეს ცნობილი რევოლუციონერი, რევოლუციის დამფინანსებელი და იდეოლოგი ასე ვთქვათ ბატონი აკერმანი, რომელიც ჩამოვიდა საჯაროდ, ღიად ჩამოვიდა, რომ მოემზადებინა ეს ჩვენი დესტრუქციული მეხუთე კოლონა, რომ მოეწყოთ მშვიდობიანი რევოლუცია, მშვიდობიანი გადატრიალება ქვეყანაში. ამ კაცს რა მოუვიდა ის ცალკე თემაა, მოკვდა ის კაცი, პატრონი მოუკვდათ ესე იგი ამ დესტრუქციულ ძალებს, მაგრამ მთავრი არის ის, რომ ახლა ესე იგი ამ ყოველგვარი ჩავარდნის შემდეგ, როცა ვერც ომში ჩააბეს ქვეყანა და ვერც ვერაფერი გააკეთეს, უნდათ, რომ 20 ივნისს გამართონ აქცია თითქოს ევროკავშირში რაღაც ინტეგრაციის და სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. მე ყველას შევახსენებ, მეგობრებო. ვინ ითხოვს, ამ აქციას ვინ ატარებს? შემთხვევით ის ძალა ხომ არა ვინც აქ ადამიანებს კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა და ქვეყნის ტერიტორიებს მოღალატეობრივად ურიგებდა ოკუპანტ ქვეყანას და ომის შემდეგ რომელმაც ყველა სტრატეგიული ობიექტი ჩააბარა რუსეთს და ცალმხრივად გაუხსნა შემდეგ უვიზო რეჟიმი და პირადად ეს ბოროტი მასხარა სააკაშვილი ხვდებოდა საზღვარზე რუსეთის მოქალაქეებს, ეს ძალა ითხოვს თურმე ევროკავშირთან სტატუსის მინიჭებას, რომელსაც არაფერი გაუკეთებია, არაფერი გაუკეთებია დემოკრატიული რეფორმების გატარების თვალსაზრისით, მხოლოდ ჩვენ გავაკეთეთ, კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი - ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე აპლიკაცია, რომელიც ჩვენ შევიტანეთ. ასე რომ, მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს, ვინმე არ წამოეგოს ამ პროვოკაციას, არც ერთ უკანონო ქმედებას არავის ვაპატიებთ, ჩვენ, მთავრობა, კანონით მონიჭებული უფლებით და ძალით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.