სამართალი
ვიოლა ფონ კრამონი: პროდასავლური განცხადებები უყურადღებოდ დარჩა

 საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. ჩვენ, ევროკავშირმა დიდი თანხის ინვესტიცია განვახორციელეთ საქართველოში, ახლა კი ვხედავთ, რომ რეფორმების პროცესის ნაცვლად, პროდასავლური განცხადებები უყურადღებოდ დარჩა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა, სადაც საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაზე იმსჯელეს.

მისი თქმით, საქართველოში კორუფციისა და პრესის თავისუფლების მხრივ ვითარება უარესდება.

მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, დიდი იმედები გქონდა ქვეყნის მიმართ, პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში, საქართველოში. ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, საზოგადოების მოდერნიზება ან პოლიციის რეფორმები – ეს ახასიათებს ამ ქვეყანას. პოლიტიზებული საზოგადოებიდან ღირსეულ საზოგადოებად გადაქცევა იყო 2012 წელს და ჩვენ, ევროკავშირში დიდი თანხის ინვესტიცია განვახორციელეთ ამ ქვეყანაში. ახლა კი ვხედავთ, თუ რას მიაღწია ქვეყანამ და ნაცვლად რეფორმების პროცესისა, მთელი ეს პროდასავლური განცხადებები უყურადღებოდ დარჩა. ვხედავთ, რომ კორუფციისა და პრესის თავისუფლების ინდექსები მცირდება. დაცვის ნაცვლად, ჟურნალისტებს თავს ესხმიან. ნიკა გვარამიას საქმე კანონის უზენაესობის დარღვევის საკმაოდ თვალსაჩინო მაგალითია. თუმცა, ეს ერთადერთი არააა“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.