აქტუალური
ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელად პაველ ჰერჩინსკი წარადგინა

 საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელად პაველ ჰერჩინსკი წარადგინა.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ცნობით, პაველ ჰერჩინსკი ამჟამად არის ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელი. ის ასევე მსახურობდა პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში პოლონეთის ელჩად.

აღსანიშნავია, რომ ბორელმა ევროკავშირის 31 დელეგაციის ხელმძღვანელების კანდიდატურები წარადგინა. ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელები ოფიციალურად მას შემდეგ დაინიშნებიან, რაც მიმღები ქვეყნებისგან შესაბამისი თანხმობა იქნება მიღებული.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ახლანდელ ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის სექტემბერში ეწურება.