პუბლიკაციები
ლავროვი: ყოველთვის მოხარული ვიქნებით ქართველი კოლეგების

 საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. როგორც ანკარიდან ТАСС იუწყება, 3+3 ფორმატის თანამშრომლობის პლატფორმის (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო-რუსეთი, თურქეთი, ირანი) მორიგი, რიგით მეორე სხდომა სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით მზადდება და უახლოეს ხანში გაიმართება. ამის შესახებ რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან მოლაპარაკებების შედეგების თაობაზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შევთანხმდით, როგორ გავაგრძელოთ მუშაობა სამხრეთ კავკასიაში, მოგეხსენებათ, თურქეთის ინიციატივით შეიქმნა 3+3 ფორმატი, - თქვა მან, - პირველი შეხვედრა მოსკოვში გავმართეთ, ქართველმა კოლეგებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ყოველთვის მოხარული ვიქნებით მათი მონაწილეობით. მზადდება შემდეგი შეხვედრა, იმედი მაქვს, რომ მის დაანონსებას უახლოეს მომავალში შევძლებთ".