საზოგადოება
სერჯო მატარელა: თბილისსა და რომს აქვთ საერთაშორისო პოლიტიკის საერთო პოზიცია

 საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას განცხადებით, თბილისსა და რომს საერთაშორისო პოლიტიკის საერთო პოზიცია აქვთ.

ისინი იზიარებენ იმ ფუნდამენტს, რომელსაც ორივე ვემყარებით, ანუ, ომის დაგმობა, მშვიდობიანი თანაარსებობა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და მისი პოლიტიკური საზღვრების ინტეგრაციის აღიარება. მნიშვნელოვანია ამ ფაქტების ხაზგასმა, რადგანაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას თითქოს უნდა, ხაზი გაესვას პრობლემის ძალისმიერ გადაჭრას. ეს მოხდა საქართველოში 2008 წელს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“, – განაცხადა სერჯო მატარელამ.

სერჯო მატარელას თქმით, იტალია ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

ჩვენ არ ვაღიარებთ საქართველოს დეფაქტო ოკუპაციას რუსეთის მხრიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. რუსეთის ფედერაციის უკრაინაში აგრესიას ძალიან დიდი გამოძახილი აქვს რეგიონში და ამან კიდევ ერთხელ დააჩქარა საქართველოსა და ევროპას შორის პარტნიორობა, საერთო ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლდ“, – განაცხადა სერჯო მატარელამ რომში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.