პოლიტიკა
თბილისს ამერიკელი კონგრესმენები ეწვევიან

david-dreier2აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ოთხკაციანი დელეგაცია თბილისს დღეს, 4 ივნისს, ეწვევა და შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან.

აშშ-ის საელჩოს ცნობით, დელეგაციის დღის წესრიგშია, ასევე, შეხვედრები მთავრობის, პარლამენტის, მათ შორის, საპარლამენტო უმცირესობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

აშშ-ის კონგრესის დელეგაციას უხელმძღვანელებს რესპუბლიკელი დევიდ დრაიერი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის – „პარტნიორობა დემოკრატიისათვის“ – იმ ორპარტიულ კომისიას თავმჯდომარეობს, რომელიც, მსოფლიოს სხვა 13 ქვეყნის მსგავსად, თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა ხელი შეუწყოს საკანონმდებლო ინსტიტუტების განვითარებას.

დელეგაციის დანარჩენი სამი წევრი – დევიდ პრაისი, სუზან დევისი, ბრედ მილერი – აშშ-ის დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს.