მოგეხსენებათ, ბიძინა ივანიშვილი ჩამოშორდა პოლიტიკას, მაგრამ ყველა ქართველი გულში ხომ მაინც „მონარქისტია“ და მიჩვეულია „მეფის“, და არა მისი ამალის ქებასაც და ძაგებასაც. ახლა მიდი და გაიგე - ვინ არის საქართველოს დღევანდელი საგარეო და საშინაო პოლიტიკის ავტორი, რომელმაც შეუმჩნევლად უბიძგა რადიკალურ ოპოზიციას და მათ მოსყიდულ უცხოელ „მეგობრებს“ ცუგცვანგის გზაზე, როცა ნებისმიერი ქმედება და თუნდაც უმოქმედობა მარცხისთვის განწირულია? ორი ირაკლი? პრემიერი-მინისტრი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კობახიძე, რომლებიც ყოველდღიურად ახორციელებენ ამ პოლიტიკას? თუმცა, ასე ტექნიკურად ოპონენტების გამოუვალ მდგომარეობაში ჩაყენება, უკან დახევის შესაძლებლობის გარეშე, ოპოზიციის ასე ჩაძირვა, როცა პოლიტიკური ჭაობი ნებისმიერი მოძრაობისას მათ უფრო მეტად ითრევს, ძალიან ჰგავს ბიზნესმენის ხელწერას, რომელმაც უზარმაზარი გამოცდილება “ველური კაპიტალიზმის“ სასტიკ სამყაროში მიიღო.
კვალიფიციურმა საზოგადოებამ უკვე მიხვდა, რასაც ვგულისხმობ: მიანიჭებენ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, რისი ალბათობაც ძალიან დაბალია? ბრავო ხელისუფლებას, სამარცხვინო ოპოზიციას კი „საპონზე“ გაუშვებენ! არ მიანიჭებენ? ისევ ასპარეზი ხელისუფლებას, რომელიც ორიენტირებს კორექტირებას მეზობლებზე - მთავარ ეკონომიკურ პარტნიორებზე მოახდენს, ხოლო მოღალატე ოპოზიციას - სირცხვილი ევროინტეგრაციის ჩაშლილი პროცესისთვის და დისკვალიფიკაცია რუსეთთან, თურქეთთან, აზერბაიჯანსა და სომხეთთან კომუნიკაციის უუნარობისთვის!
დასავლეთიც, რომლეციც მხარს უჭერს კიევის ხელისუფლებას, ასეთსავე ცუგცვანგში ჩაიგდეს თავი. დაბეჭდეს არაფრით გამყარებული დოლარის გორა, დაცარიელეს თავისი სამხედრო და სურსათ-სანოვაგის საწყობები, გაშიშვლეს თავიანთი ეკონომიკა და ენერგეტიკა რუსული ნახშირწყალბადების გარეშე და ჩინეთთან დაპირისპირებაში შევიდნენ. და ეს ყველაფერი კიევის უმადური მმართველების, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის, ნარკოტიკებისკენ მიდრეკილი ადამიანების გამო?! ახლა დასავლეთში არ იციან როგორ დაიხიონ უკან…
მაგრამ თუ საქართველოში არ ვიცით, ვინ ჩააგდო რადიკალური ოპოზიცია ცუგცვანგში - ივანიშვილმა, თუ მის მიერ აღზრდილმა ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა, კოლექტიური დასავლეთი პუტინს ცუგცვანგში ნამდვილად არ ჩაუგდია! პირიქით, რუსეთის პრეზიდენტი ცდილობდა დაანახვოს ჭაობიდან ამოსასვლელი გზა, სადაც თვითონ ჩაეფლნენ, თანაც ისე, რომ მთლიანად არ გაისვარონ და კრიზისს მინიმალური დანაკარგებით დააღწიონ თავი. არავითარ ქველმოქმედებას არ ადგილი არა აქვს, უბრალოდ რუსეთს არ სჭირდებოდა ეკონომიკური სანქციები მის წანააღმდეგ! ”დიახ, ჩვენ ვერნაირ ბრალს ვერ წავუყენებთ პუტინს, ის გაჰყვა აშშ-ის გზას, რომელმაც დიდი ხანია ლოკალური ომები საკუთარი პოლიტიკის ინსტრუმენტად აქცია”, - დამირეკა გუშინ ნიუ-იორკიდან ყოფილმა პროკურორმა, ამჟამად კი მსხვილი იურიდიული კომპანიის ხელმძღვანელმა. „გარკვეულწილად, მართალი ხარ, - მივუგე მე, - დასავლეთშიც, უკრაინაშიც და საქართველოშიც ფიქრობდნენ, რომ პუტინი გამოაცხადებდა საყოველთაო მობილიზაციას, ახალ სამამულო ომს, რუსეთს დარაზმავდა ნაციზმის წინააღმდეგ საბრძოლველად, ხოლო რუსული არმია, იარაღის მთელი არსენალის გამოყენებით, მიადგებოდა კიევს ორ დღეში. ტექნიკურად, ამერიკული „გადამწვარი მიწის“ ტაქტიკით, ასეთი გამარჯვება შესაძლებელი იყო, მაგრამ პოლიტიკურად ეს იქნებოდა მარცხი, რომლის შემდეგაც რუსეთი ვერასოდეს გაიმართებოდა წელში. ამიტომ, პუტინი რუტინული, თუნდაც უპრეცედენტო მასშტაბური სამხედრო სპეცოპერაციის გზას დაადგა, მოსახლეობის დასახმარებელ ჰუმანიტარულ მისიასა და გათავისუფლებული რაიონების ინფრასტრუქტურების აღდგენასთან მისი შეთავსებით. ნელ-ნელა დაზომბებულმა უკრაინელებმა დაიწყეს თავიანთი უფროსებისა და რუსების შედარება და შესაბამისად დასკვნების გამოტანაც...“.
არ გამჭირვებია საერთო ენის გამონახვა ამერიკელთან, ისევე როგორც კოლეგასთან - თურქ ჟურნალისტთან, რომელმაც დაწერა კომენტარი ჩემს გუშინწინდელ სტატიაზე: „ქვეყანას, რომელიც საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა აზიურ ირანს, თურქეთსა და რუსეთს შორის და საუკუნეების მანძილზე იყო მათი ნაწილი, რომელსაც თავად აქვს ისლამიზებული (აზიური) რეგიონები, რა თქმა უნდა, ძალიან მცირე საერთო აქვს ევროპასთან...“. მე ავუხსენი ჩემს თურქ კოლეგას, რომელიც გამორიცხავს, რომ საქართველოს მიიღებენ ევროკავშირში, სადაც თურქეთს არ იღებენ, რომ ჩემი ახალი ტერმინი „Failed Union“ - „უნიათო კავშირი“ - სწორედ იმით აიხსნება, რომ ევროკავშირი ქვეყნებს აპრიორი აუხდენელ იმედებს შთააგონებს, რომლებისაც სჯერათ „უნიათო პრეზიდენტებს“ - „Failed President“ სააკაშვილსა და ზელენსკის!
დასასრულ - ორიოდე სიტყვა თვალთმაქცობის შესახებ. მას შემდეგ რაც თბილისში გრიბოედოვის თეატრი დავკარგეთ, რომელიც კიევის ხელისუფლებას მიემხრო, სასიხარულოა, რომ 6 ივნისს, საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციამ მოახერხა პუშკინის ძეგლთან 30 ადამიანის შეკრება დიდი პოეტის დაბადების დღის აღსანიშნავად. თუმცაღა საქინფორმის მთავარი რედაქტორი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი არნო ხიდირბეგიშვილი, რომელმაც ახლახან ქართულად თარგმნა პუშკინის ლექსი „რუსეთის ცილისმწამებლებს“ (პირველი თარგმანი ქართულ ენაზე), არ მიუწვევიათ. და ეს მხოლოდ დასაწყისია! საქართველოში მალე დაიწყება გრანდიოზული შოუ - საზოგადოებისთვის ცნობილი "სახეები", რომლებიც სამი თვეა რუსეთს აგინებდნენ და დამარცხებას უწინასწარმეტყველებდნენ (ბატონებო, ეხლა ნუ წაშლით პოსტებს სოცქსელებში და ტელეგამოსვლებს YouTube-ზე, ყველაფერი შენახულია!) დღეს დადუმდნენ... თქვენმა მორჩილმა მსახურმა გააფრთხილა ეგზალტირებული "ინტელექტუალები", დაეცხროთ ფუჭი ემოციები და ნუ ჩაიწერდნენ "ქულებს" საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე, რადგან რუსეთის გამარჯვება გარდაუვალია. მაგრამ, მიუხედავად საქართველოს პრემიერის თავშეკავებული პოლიტიკისა და ცივი გათვლებისა, მათ განაგრძეს თავისი იაფფასიანი კამპანია. დღეს, როდესაც ბორის ჯონსონსაც კი ეჭვი არ ეპარება რუსეთის გამარჯვებაში, ხოლო 24 ივნისს საქართველოს ევროკავშირის კარებს, დიდი ალბათობით, მიუკეტავენ, აქაური თვალთმაქცეები ფიქრობენ, როგორ დაიბრუნონ „საქართველოში რუსეთის მთავარი მეგობრების“ იმიჯი, რომელიც თავად უგულებელჰყვეს...
ახლა კი - ჩემ მიერ ქართულად ნათარგმნი პუშკინის შედევრი:
რუსეთის ცილისმწამებლებს
რა გაყაყანებთ,
ენამქნევარნო?
საანათემოდ
რუსთა მდევარნო?
რამ აგაღელვათ?
შფოთმა ლიტვაში?
ეს შინაური დავაა სლავთა,
შეეშვით, დარჩნენ
საკუთარ თავთან!
დიდი ხანია,
მტრობენ ეს ტომნი,
თქვენ ვერ გახდებით
მშვიდობის მდომნი -
გამოიარეს
ბევრი ქუხილი,
ხან - ჩვენი,
ხანაც - მათი წუხილი
დასაბამიდან
ვენებში უზის
ყოყოჩ პოლონელს,
გინდ მებრძოლს რუსის,
შეერთდება კი
რუები სლავთა
ზღვაში რუსეთის?
ან იქნებ დაშრეს? -
დაე, ეს კითხვა
კვლავ კითხვად დარჩეს!
შეეშვით, თქვენთვის
უცხოა მათი
ყდასისხლიანი
წიგნი რჯულისა -
არ გაგეგებათ
არცა კამათი
გვაროვნულ ზიზღით
დატანჯულისა...
თქვენთვის მდუმარებს
კრემლი და პრაღა,
უაზროდ გხიბლავთ,
რომ გვაზის დაღად
შეუპოვარი გაბედულება...
ასეა, ხალხი
როს გეძულება!
და რისთვის გძულვართ,
რომ არა ვცანით
დამწვარ მოსკოვთან
უღირსთა ნება? -
ვისაც ენება,
რომ შიშით გევლოთ?
რადგან ევროპის
თავისუფლება
ბრძოლებში სისხლით
გამოვისყიდეთ,
იმისთვის გველობთ?
სიტყვით მრისხანებთ?
ნუთუ გოლიათს
ისმაილურის
აღარ ძალუძს
მოქნევა ხიშტის?
იქნებ დასუსტდა
რუსთხელმწიფის
სიტყვა ამიერ -
ან იქნებ რუსის
გამარჯვების
მრავალჟამიერს
დაესვა ხვიშტი?
იქნებ კამათი ევროპასთან
არის ახალი?
ან ცოტა დავრჩით?
იქნებ პერმიდან თვით ტავრიდამდე,
ანდა ფინეთის
ყინულთაგან
ცეცხლოვან კოლხეთს ვერ გასწვდება
მზერა ფრთამალი?
შეძრწუნებული კრემლისა და
ჩინეთის მიღმა
ფოლადის ცეცხლით
არ აღსდგება
რუსთა ტრამალი?
მაშ, გამოუშვით
მოლაყბენი ენამქნევარი -
შვილები თქვენი -
ბოროტების
გულში მტევარი...
რუსულ მიწაში
უსათუოდ მოიძებნება
ყველას ადგილი -
კუბოებში გასათევარი!
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2022 წლის 8 ივნისი
საქართველო, თბილისი