უცხოეთი
საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. პოლონეთი უკრაინას 50 ერთეულზე მეტ ჰაუბიცს მიჰყიდის, რომელთა ჯამური ღირებულებაც 700 მილიონ დოლარს აღწევს.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.
მისი თქმით, საფასური ნაწილობრივ ევროკავშირის სახსრებიდან ფინანსდება, დარჩენილი ნაწილი კი, უკრაინის ბიუჯეტიდან დაიფარება.
შეთანხმებას ხელი დღეს მოეწერა.
1tv.ge