საზოგადოება
ივნისში საკვებ პროდუქტზე ფასების მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი

sursatiევროპის კონტინენტზე ამ გაზაფხულს დაფიქსირებულმა გვალვებმა შესაძლოა, საკვებ პროდუქტზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს. გაეროს სურსათის სააგენტო, რომელმაც სურსათის ფასების მხოლოდ 4-5%-იანი ზრდა ივარაუდა, ამ ვარაუდს აუქმებს.

გაეროს სასურსათო სააგენტოს უფროსის განცხადებით, თუკი უახლოეს პერიოდში ნალექი არ მოვა, ივნისში საკვებ პროდუქტებზე ფასები აგრესიულად გაიზრდება, განსაკუთრებული საფრთხე კი განვითარებად ქვეყნებს ემუქრება, სადაც სასურსათო ინფლაციამ შესაძლოა, აღშფოთებული მოქალაქეების მასობრივი პროტესტი გამოიწვიოს.

მიმდინარე წლის დასაწყისში სურსათზე ფასებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რამაც 2008 წლის სასურსათო კრიზისის განმეორების საფრთხე შექმნა. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ სიტუაციის განმეორება რამდენიმე კვირაშია მოსალოდნელი.

მსოფლიოში ბურღულეულის ფასები აპრილის ბოლოსთვის საშუალოდ 70 პროცენტით გაიზარდა, რაც წინა მაჩვენებელზე სამჯერ მეტია.

ფასების ზრდა ქართველი იმპორტიორებისთვისაც შემაშფოთებელია.