აქტუალური
„თავისუფალი საქართველო“ ლევან გაჩეჩილაძესთან თანამშრომლობისთვის მზად არის
canavaროგორც საქინფორმი გუშინ იტყობინებოდა, ლევან გაჩეჩილაძემ, კოკა გუნცაძემ, ლევან ჩიკვაიძემ და კახა მიქაიამ „ქართული პარტია“ დატოვეს. მათი განცხადებით, არსებული რეჟიმის წინააღმდეგ ისინი ერთიანი ოპოზიციური ფრონტის ფარგლებში აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას.
პარტია „თავისუფალი საქართველო“ სიმპათიით არის განწყობილი იმ ადამიანების მიმართ, ვინც ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა საკუთარი უკომპრომისო პოზიცია არსებული რეჟიმის მიმართ. „ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას ამ ადამიანებთან თანამშრომლობისთვის. ვფიქრობთ, აქტუალურია, აგრეთვე, იდეა, ჩამოყალიბდეს ერთიანი ოპოზიციური ფრონტი, რომელიც თავს მოუყრის არსებული ხელისუფლების მიერ ჯერ კიდევ არაკონტროლირებად ოპოზიციურ თუ სამოქალაქო სტრუქტურებს“, – განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცანავამ.