საზოგადოება
ნედ პრაისი: აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს

 საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ნედ პრაისი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს.

ნედ პრაისმა ამის შესახებ ისაუბრა გუშინ გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მხრიდან კანდიდატის სტატუსის თაობაზე ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.

ეს საკითხი აღნიშნულ სამ ქვეყნას და ევროკავშირს ეხება. თუმცა, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ ამბიციებს.

ჩვენ ამ ქვეყნების გვერდით ვიდექით ამ გზაზე, მათ მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დღემდე და გავაგრძელებთ ამ გზაზე მათ გვერდით დგომას“, – განაცხადა ნედ პრაისმა.