პუბლიკაციები
სააკაშვილის გამო დაზარალებული: ტუსკმა განცხადება „საკუთარი ნებით“ დაწერა - საქინფორმი

 საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. დონალდ ტუსკმა „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის პოსტი დატოვა. მედიის ცნობით, ევროკავშირის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი პოლონეთის შიდა პოლიტიკაში ჩართვას გეგმავს, სადაც ცოტა ხნის წინ, პოლონეთის უდიდესი ოპოზიციური პარტიის, „სამოქალაქო პლატფორმის“ ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა.

როგორც მედია წერს, „ევროპის სახალხო პარტიის“ თამჯდომარის თანამდებობაზე მას სავარაუდოდ მანფრედ ვებერი შეცვლის. პარტიის ლიდერების არჩევა როტერდამში ყრილობაზე მიმდინარეობს.

ეს იყო 900 დღე, რომელმაც შეძრა მსოფლიო, – განაცხადა ტუსკმა თავისი თანამდებობაზე ყოფნის დროს კორონავირუსის პანდემიის, ბრექსიტის, ბელარუსში ანტისამთავრობო საპროტესტო ტალღისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის კომენტირებისას.

ამასთან, ტუსკმა აღნიშნა, რომ „ევროპის სახალხო პარტიამ“ უნდა უხელმძღვანელოს ევროპისა და მისი ძირითადი ღირებულებების აღორძინებას.

P.S. საქინფორმის ცნობით, რომელიც მან კომპეტენტური წყაროებიდან მიიღო, დონალდ ტუსკს გადადგომის შესახებ განცხადების დაწერასაკუთარი ნებითშესთავაზეს, რადგან მან პარტიის დიდი დისკრედიტაცია მოახდინა ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე სისხლის სამართლის დანაშაულისთვის მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის მოწვევით, რომელიც სასჯელს საქართველოს ციხეში იხდის, და დარბაზში ცარიელი ავარძლის დატოვებით წარწერით „ M. SAAKASHVILI“. საქმეს არა მხოლოდ კანონის დარღვევისა და საქართველოს შეურაცხყოფის, არამედ კორუფციული სკანდალის სუნი უდის - საქართველოში არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტობისას სააკაშვილი ურიცხავდა "ევროპის სახალხო პარტიასა" და, ასევე, პირადად ტუსკს - პოლონეთის იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრს - დიდძალ თანხებს ლობირებისა და პარტნიორობისთვის, თანაც, სახელმწიფო ხაზინიდან. ამგვარად, ტუსკის ქართველმა პროტეჟემ კიდევ ერთი უცხოელი დამცველი დაკარგა (გუშინწინ უმაღლესმა რადამ პოსტიდან გაათავისუფლა უკრაინის სახალხო დამცველი, სააკაშვილის მეგობარი ლუდმილა დენისოვა).