პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: როცა თბილისი პარიზზე მაღლა დგას

   იყო ევროპელი, ნიშნავს რუსეთის ლანძღვას“, - დარწმუნებული არიან თანამოაზრეები საქართველოში, უკრაინაში და ევროპაშიც კი. მართლა?! საქართველოს 70 წელი საბჭოთა რესპუბლიკა ერქვა, მაგრამ სამარცხვინოდ ითვლებოდა, თუ ახალგაზრდას ბალზაკის, ჰიუგოს, ფლობერის, სტენდალის და ზოლას ყველაზე ცნობილ ნაწარმოებები არ ჰქონდა წაკითხული, რომ აღარაფერი ვთქვა დიუმასა და ჟიულ ვერნის შესახებ, რომლებსაც ხარბად ეწაფებოდა ყველა ქართველი სკოლის მოსწავლე. ჩვენ საკმაოდ კარგად გვასწავლიდნენ უცხო ენებს, დასავლურ კულტურას და ისტორიას, თუმცა უცხოელებმა არაფერი იცოდნენ საქართველოს შესახებ, ეს შესამჩნევი იყო „ფირმა“ ტურისტების გაოცებისგან „ჩამოგდებული ყბით“...

შესაძლოა, პატარა საქართველო ძნელი შესამჩნევი იყო ამერიკული ცათამბჯენებიდან, ან ეიფელის კოშკიდან, რომელიც მსოფლიოს დედაქალაქ - პარიზს ამშვენებს. მაგრამ დღეს თბილისი პარიზზე მაღლა დგას, თუმცა ჩვენ ყოველთვის უფრო დიდი ევროპელები ვიყავით, ვიდრე სასაცილო პუბლიკა, რომელსაც მრავალფერი ლგბტ უყვარს. ეს არის სააკაშვილის პარტია მისი „უკანა შებუმბვლით“ - რადიკალური ოპოზიციით. პიპი!“, „პიპი!“ – აკერია მათ ენაზე, რადგან ევროპის სახალხო პარტიამ“, ანუ მართლა „იპიპიმ" (EPP) თავის კონგრესზე დარბაზში ცარიელი ადგილი დატოვა წარწერით „М. SAAKASHVILI“. ძლიან სასაცილოა, რადგან პატიმარი М. SAAKASHVILI დღეს ქართულ კლინიკაში კომედიანტობს - “პიპი" უნდა, ანუ ბრიუსელში, სადაც ტუსკმა პუტინის ტუსაღი“ მიიწვია, მაგრამ ქართველი ხალხისთვის ის ნამდვილად ცარიელი ადგილია!

   კიდევ უფრო დიდი კომედია დადგა პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიევში მოსკოვის ქუჩისთვის სახელის გადარქმევით. აი რა განცხადება გააკეთა ამ საკითხზე რფ-ის საგარეო დაზვერვის სამსახურმა:

   „როგორც განაცხადა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა ს.ე. ნარიშკინმა, რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურში მიღებული ინფორმაციის თანახმად, კიევის მერია განიხილავს საფრანგეთის ხელისუფლების მიმართვას უკრაინის დედაქალაქში მოსკოვის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის შესახებ. პრეზიდენტე. მაკრონის ადმინისტრაცია კიევის ხელისუფლებას სამი შესაძლო ვარიანტის არჩევანს სთავაზობს: შარლ დე გოლის ქუჩა, პარიზის ქუჩა ან საფრანგეთის ქუჩა. ასეთი ნაბიჯი ვითომდა ასახავს ე.წ. „ქვეყნებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების უპრეცედენტო დონეს“.

საფრანგეთის სამარცხვინო წინადადება არსობრივად უკიდურესი რუსოფობიისა და კიევის ნაცისტურრეჟიმის მხარდაჭერის დაუფარავი გამოვლინებაა. ეს განსაკუთრებით თვალში საცემია იმ ფონზე, როცა პარიზსავსებით აწყობს უკრაინის დედაქალაქში ნიურნბერგის პროცესის მასალებში, მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელი ფაშისტების თანამზრახველებად აღიარებული OUN-UPA-ყოფილი ხელმძღვანელების ს.ბანდერასა და რ.შუხევიჩის სახელობის პროსპექტების არსებობა.

ფრანგი ხალხის ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე, რომ რუსეთში ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე რთულ პერიოდშიც კი არ უფიქრიათ საფრანგეთისა და მისი ისტორიული მოღვაწეების რუსული ტოპონიმიკიდან წაშლაზე. მოსკოვის მცხოვრებლები არასოდეს დაეცემიან იქამდე, რომ სახელი გადაარქვან ქუჩებსა და მოედნებს, უნივერსიტეტებსა და სკოლებს, რომლებატარებენ შარლ დე გოლის, რომენ როლანის, მორის ტორესის, ნორმანდია-ნისპოლკის და პარიზის კომუნის გმირებისდა ფრანგი ხალხის სხვა გამოჩენილი წარმომადგენლის სახელებს. რუსები დიდ პატივს სცემენ მათ, მიუხედავად საფრანგეთის პოლიტიკურ კლასში რუსოფობიური განწყობისა“.

   „რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“ ”ჩვენ ვიბადებით ყვირილით, ვკვდებით კვნესით. ისღა დაგვრჩენია სიცილით ვიცხოვროთ”, პრეზიდენტი ზელენსკი კი არის კაცი, რომელიც იცინის”. მაგრამ პრეზიდენტი მაკრონის ქმედებების ასახსნელად, ციტატას მოვიყვან დიდი ჰიუგოს კიდევ ერთი რომანიდან - „განკიცხულნი“: არავინ ადევნებს თვალს სხვების ქმედებებს ისე ეჭვიანად, როგორც ისინი, ვისაც ეს ქმედებები ყველაზე ნაკლებად ეხება“. სად - მაკრონი და სად - ქუჩა კიევში?! ასე არ აჩერებენ ომებს!“ - ალბათ უთხრა მაკრონს ექსპრეზიდენტმა სარკოზიმ, წარმატებულმა შუამავალმა მოსკოვსა და თბილისს შორის 2008 წლის აგვისტოში. მაგრამ, როგორც ჩანს, ელისეის სასახლის ამჟამინდელმა მფლობელმა გაკვეთილი ვერ გამოიტანა შარლებდოს“ 2015 წლის ტრაგედიიდან და არც პრეზიდენტ ერდოღანის გუშინდელი განცხადებიადან - საფრანგეთი ტერორისტებს ეხმარებაო! მაკრონმა გაკვეთილი ვერ გამოიტანა ისევე, როგორც შარლ მიშელმა, რომელმაც ქართველებისთვის ღვინის დაყენების სწავლება განიზრახა! საქართველოსაც არ გაუმართლა - საფრანგეთმა სომხეთს არლ აზნაური აჩუქა, მას კი სალომე ზურაბიშვილი გამოუგზავნა... მაგრამ თბილისი დღეს პარიზზე მაღლა დგას, რადგან ოკუპირებული სოხუმისა და ცხინვალის მიუხედავად, საქართველოს დედაქალაქში ჯერ კიდევ არის მოსკოვის პროსპექტი, თუმცა სააკაშვილის პარტია მისთვის სახელის გადარქმევას კიევის პროსპექტად ითხოვს. და კიდე იმიტომ, რომ თბილისში ტერორიზმი და ტერორისტები ვერა და ვერ გაიხარეს!

P.S.

კიევის ოლქის ქალაქ ვასილკოვის სანაპიროს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის სახელი უწოდეს. დონალდ ტუსკისგან კი ცარიელი ადგილი დარჩა - მას გუშინ „იპიპის“ თავმჯდომარეობიდან წასვლაზე განცხადება დააწერინეს „საკუთარი სურვილით“, რადგან პარტიის დიდი დისკრედიტაცია მოახდინა კონგრესზე სისხლის სამართლის დანაშაულისთვის მსჯავრდებული სააკაშვილის მოწვევით, რომელიც სასჯელს საქართველოს ციხეში იხდის, და დარბაზში ცარიელი ადგილის დატოვებით წარწერით „M. SAAKASHVILI“. საქმეს არა მხოლოდ კანონის გათელვასა და საქართველოს შეურაცხყოფის, არამედ კორუფციული სკანდალის სუნი უდის - საიდუმლო არ არის, რომ ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტობისას სააკაშვილი ურიცხავდა "იპიპის" და პირადად ტუსკს - პოლონეთის იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრს - დიდძალ თანხებს ლობირებისა და პარტნიორობისთვის, თანაც, სახელმწიფო ხაზინიდან. დღეს კიდე ძალიან ნაღვლობს „პუტინის ტუსაღი“, მან ხომ ორ დღეში ორი მფარველი დაკარგა - ერთი დღით ადრე უმაღლესმა რადამ თანამდედობა უკრაინის სახალხო დამცველს ლუდმილა დენისოვას დაატოვებინა.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2022 წლის 2 ივნისი
საქართველო, თბილისი