საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. თურქული სამთავრობო გამოცემის, ანადოლუს ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა, ჩრდილოეთ სირიაში ახალი ანტიტერორისტული ოპერაცია დააანონსა.
„თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრის დაშორებით (სირიაში) იწყება „უსაფრთხოების ზონის“ ფორმირების ახალი ფაზა. ტერორისტებისგან ვწმენდთ ტალ-რიფატს და მუნბიჩს“, – განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანის თქმით, შემდეგ თურქეთის სხვა საზღვრისპირა ტერიტორიებს გაწმენდენ მებრძოლებისგან.
„ვნახოთ, რა რეაქცია მოჰყვება თურქეთის კანონიერ ნაბიჯებს უსაფრთხოების სფეროში. ვინ დაუჭერს მხარს ანკარას?“ – განაცხადა ერდოღანმა.
სირიაში 30-კილომეტრიანი უსაფრთხო ზონის შესაქმნელად სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე თურქეთმა გასულ თვეში განაცხადა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მთავრობის სხდომის შეჯამებისას, ბრიფინგზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ სპეცოპერაცია აუცილებელია ტერორისტული საფრთხისგან სახელმწიფოს დასაცავად.
batumelebi.netgazeti.ge