სამართალი
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

 საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. პოლიცია მაშინ არის ძლიერი და წარმატებული, თუ მას ჰყავს   საქმისთვის თავდადებული პროფესიონალები, თქვენნაირი თავდადებული, თავგანწირული ოფიცრები, რომლებიც ამაყობენ პოლიციელის მუნდირით, როდესაც პოლიციის აღჭურვა და შეიარაღება პასუხობს თანამედროვე სტანდარტებსა და გამოწვევებს და რა თქმა უნდა, საპოლიციო ინფრასტრუქტურა გამართული და მოწესრიგებულია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა. მისი თქმით, სახელმწიფოს სიძლიერეს და მოსახლეობის უსაფრთხოებას ძლიერი პოლიცია განსაზღვრავს.