საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი საზოგადოებას ანტიქრისტიანული მაისურით წარუდგა, რომელზეც მარიამ ღვთისმშობელს, იესო ქრისტეს ნაცვლად, ხელში ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი „ჯაველინი” უკავია. საეჭვოა, ასეთი მკრეხელობა დაეხმაროს უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და უკრაინელ ხალხს!
რატომ არ რეაგირებს ამ გამოხდომაზე პრეზიდენტი ზელენსკი, რომელმაც საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია იმაზე განაწყენებულმა, რომ საქართველომ მათთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა არ დაიწყო? ყველა სხვა მიზეზის გარდა, რის გამოც საქართველოს ხელისუფლებამ არ გადადგა ეს საქართველოსთვის დამღუპველი ავანტიურისტული ნაბიჯი, გამოჩნდა კიდევ ერთი - მართლმადიდებელი საქართველო ძალიან დაეხმარა და კვლავაც ეხმარება უკრაინელებს, მაგრამ არ აპირებს ბრძოლას რეზნიკოვისა და "უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის" სქიზმატიკოსების მსგავსი კიევის ხელისუფლების ღვთისმგმობლებისთვის.