საზოგადოება
„მოკვეთილი თავი გაკვირვებას ასწრებს“ - ხიდირბეგიშვილი სასოწარკვეთილ ოპოზიციას მიმართავს

   „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“… გრძელი და მოკლეები - გიული, ხერხეულიძე, პირადი ექიმმი და „ანტიპატია“ ქალი - გაუთავებელი ცრუპენტელობის გამო მოხეტიალე ცირკის ჯამბაზებს დაემსგავსნენ, ძველი რეპრიზებით პუბლიკას რომ ვერ აგროვებენ...

   გრძელის ჯალათები, გაჩუმების მაგივრად, იმდენს ხმაურობენ, რომ ხალხს, რომელიც მათ ჯალათობანას უკვე ივიწყებდა, საკუთარი თავი გაახსენეს. მერე კი გაუკვირდებათ - ეს რა მოგვსვლია, დავითაო?! მოკვეთილი თავი ხომ ცოტა ხანსაც ცოცხლობს - იმდენს, რომ გაკვირვებას ასწრებს...

   მაგრამ, ჯამბაზების და ჯალათების გარდა, არსებობენ ვიგინდარები, სიხარბით და სიბანძით სახელგანთქმულნი. და თუ უნიჭო ჯამბაზებს დასცინიან და, დიდი-დიდი, ქალაქიდან ქვების სროლით გააძევონ, უტვინო ჯალათებზე კი ბრაზდებიან და სიკვდილით დასჯა არ ასცდებათ, ვიგინდარები ხალხს ეზიზღება - ქართველს მოღალატე ხომ მუდამ ეზიზღებოდა სულელზე და მკვლელზე მეტად! ხალხის ზიზღი კი სიკვდილზე საშიშია, იმიტომ რომ შთამომავლებზეც ვრცელდება. დაფიქრდით ამაზე, ბესელია-ბურჯანაძეებო, ბერძენიშვილი-უსუფაშვილი-ხიდაშელებო, ხაზარაძე - სამადაშვილო და სხვა სასოწარკვეთილებო და თავმოკვეთილებო, ვინც გულუბრყვილო უცხოელს აგიჟებთ - საქართველო ევროკავშირს არ მიაკაროთო... კარგი, დავუშვათ, ეს ქცევა თქვენს თვალში ღალატი და გამცემლობა არ არის, დავუშვათ, ეს ცნებები - ქურდული მენტალიტეტია, მაგრამ ქვეყანაში თქვენისთანა ჯამბაზების, ჯალათებისა და ვიგინდარების პარპაში - საუკეთესო დასტურია, რომ საქართველო ევროკავშირის ღირსია და ჩვენთან დემოკრატიაა - „ჯაყოს“, უკაცრავად, დასავლეთს რომ არ დაესიზმრება!

კარგი, არ მიგვიღებენ ევროკავშირში, როგორც ნატოზე უარი გვითხრეს, და მერე?! თქვენ დაგადგებით, დიდიან-პატარიანად, სახლებში და სამსახურებში, მთელ თქვენს უძრავ-მოძრავ ქონებას ექსპროპრიაციას გავუკეთებთ და აწი თქვენ არჩინეთ ქართველი ხალხი, რომელსაც უღალატეთ და „ტაძრისკენ“ გზა გადაუკეტეთ! ამ ხალხმა თქვენ 9 წელი გარჩინათ, ამ ხალხის ქონებას მიშამ ექსპროპრიაცია „ნაცობშჩაგის“ სასარგებლოდ გაუკეთა! უკაცრავად, ფლიზ, ისევ ქურდული სიტყვა გამეპარა! „რუსეთში შევდივართ?!“ - ჩუმად მკითხა იმ დღეს ერთ-ერთმა თქვენთაგანმა, ყველას მამალი პატრიოტკა რომ ჰგონია, არადა, მაგარი იდიოტკაა! ვიცი, ეგაა თქვენი ფარული ოცნება, რუსეთში ხომ ნაცნობობა გაქვთ - „ჯაყოს“ არ დაესიზმრება! თქვენ მოსკოვის „ყველა ქუჩა იცით“ და თბილისი არასოდეს გეცოდინებათ, მაგრამ აფხაზმა და ოსმა ჭკუით როგორ გაჯობათ, თქვე ძალად ევროპელებო?! რუსეთში არ შედიან და რუსეთს როგორც უნდათ, ისე იყენებენ, რუსი უფასოდ იცავს და იქით აჭმევს!

   ხალხი დაგცინით ყველას და ყველგან, პარლამენტში, ტელეეთერში, ქუჩაში, მაგრამ თავმოყვარეობა არასოდეს გაგაჩნდათ - თუ თავი არ გაქვს, როგორ უნდა იყო იმის მოყვარე?! ერთი თავი გქონდათ ყველაზე - მიშასი, და ვაი რომ მასაც თავი სხვაგან ჰქონდა... თქვენს მაგივრად სირცხვილით მოვკვდებოდი, მაგრამ თქვენისთანა ამბავში და უბედურებაში არასდროს აღმოვჩნდები. რა უბედურებაში და, თავი გაქვთ მოჭრილი, სადაც და ვისიც არ უნდა იყოს ის, მაგრამ ჯერ ვერ ატყობთ! მოკვეთილი თავი ხომ ცოტა ხანსაც ცოცხლობს...“, - წერს თავის Facebook-გვერდზე არნო ხიდირბეგიშვილი.