საქართველო, 30 მაისი. საქინფორმი. „დაანებეთ პოლიტიკას თავი და მიპასუხეთ: დეკანოსიძე, ხერხეულიძე, სამადაშვილი, ხოშტარია და ნაცვლიშვილი უბრალოდ სახლში შემოსაშვებები არიან?
მოდი, პარტიულ ემპათიას თავი დაანებეთ და პირდაპირ მიპასუხეთ: საამაყოა თუ არა საქართველო, როცა მისი პრემიერ-მინისტრი აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას პირში სიმართლეს ეუბნება?
გთხოვთ, მიპასუხოთ: დღეს, მის მერე, რაც გაგვაჩნია მრავალიგზის უდაო დასტური, რომ ოპოზიციას უნდოდა საქართველოში სისხლისღვრა (ომი რუსებთან, აფხაზებთან და ოსებთან, აგრეთვე ქართველთა შორის ახალი სამოქალაქო ომი) და უკიდურესი შიმშილი (ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ანუ საქართველოს მოსახლეობისა და რუსეთში მცხოვრები ერთი მილიონი საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ), როგორ უნდა მოიქცნენ ამ ოპოზიციის ლიდერები? 1 - გააგრძელონ მოღვაწეობა 2 - წავიდნენ პოლიტიკიდან 3 - მოინანიონ და ქვეყნის სამსახურს ჩაუდგნენ” - ეკითხება „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი თავის Facebook-გვერდზე.