უცხოეთი
უკრაინელმა მესაზღვრეებმა პოლონეთში არ გაატარეს ექს-პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო

 საქართვველო, 30 მაისი, საქინფორმი. უკრაინის ექს-პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო პოლონეთის გავლით ვილნიუსში გამგზავრებას ცდილობდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობისთვის, მაგრამ ის საზღვარზე არ გაატარეს. ამის შესახებ განაცხადა პოროშენკოს პარტია „ევროპულმა სოლიდარობამ“. განცხადებაში ნათქვამია, რომ ყოფილი პრეზიდენტი მგზავრობდა, როგორც დელეგაციის ოფიციალური წევრი და თან ჰქონდა უმაღლესი რადის თავმჯდომარის განკარგულება.

„ევროპულმა სოლიდარობამ“ Telegram-ში დაწერა, რომ, მესაზღვრეების თქმით, განკარგულება არ იყო წესრიგში.

პარტიაში აღნიშნეს, რომ შეეცადნენ, დაჰკავშირებოდნენ უმაღლესი რადის თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს, მაგრამ ის კავშირზე არ გამოვიდა.

სამშობლოში პოროშენკო ეჭვმიტანილია სახელმწიფოს ღალატში და ტერორიზმის დაფინანსებაში 2014-2015 წლებში ქვანახშირის მიწოდებით დონბასის ტერიტორიებიდან, რომლებსაც კიევი ვერ აკონტროლებდა. იანვარში სასამართლომ პოლიტიკოსი პირადი პასუხისმგებლობით გაათავისუფლა და დაავალდებულა, ჩაებარებინა უცხოური პასპორტი.

უკრაინა სახელმწიფოს ღალატში სდებს ბრალს კიდევ ერთ პოლიტიკოსს, ვიქტორ მედვედჩუკს. ითვლება, რომ ის პრორუსული ორიენტაციისაა. უკრაინის უშიშროების სამსახურმა ადრე გაავრცელა ვიდეოჩანაწერი დაკითხვისა, რომლის დროსაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ პოროშენკოს მითითებით მონაწილეობდა სახელმწიფო მფლობელობიდან ნავთობსადენის ნაწილის გამოყვანის სქემაში.

radiotavisupleba.ge