პოლიტიკა
სააკაშვილის ორმხრივი შეხვედრები რომში

misha-da-herman_van_rompeiროგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება, პრეზიდენტმა სააკაშვილმა რომში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისთან და თავის ჩილელ კოლეგას სებასტიან პინიერასთან.

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შემდგომი ურთიერთობების განვითარების საკითხებთან ერთად სააკაშვილი და ჰერმან ვან რომპუი შეხვედრისას „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკების საკითხსაც შეეხნენ და რეგიონში არსებული ზოგადი ვითარებაც მიმოიხილეს“.

„ლიდერებმა საერთაშორისო ურთიერთობის ფართო სპექტრი განიხილეს და ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების შესახებ ისაუბრეს“, – აცხადებს სააკაშვილის ადმინისტრაცია ჩილეს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის თაობაზე.

როგორც უკვე იტყობინებოდა საქინფორმი, პრეზიდენტმა სააკაშვილმა რომში ვიზიტის ფარგლებში, სადაც მან იტალიის გაერთიანების 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა, შეხვედრა გამართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან.