აქტუალური
ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

 საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალიხან სმაილოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ალიხან სმაილოვი ხაზს უსვამს, რომ საქართველო თავდაჯერებულად მიიწევს თავისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცების, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნების გზაზე.

მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

საქართველო თავდაჯერებულად მიიწევს თავისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცების, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნების გზაზე.

ეს წელი განსაკუთრებულია ჩვენი ურთიერთობებისთვის, ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური კავშირების დამყარების 30-წლისთავს. დარწმუნებული ვარ, რომ ტრადიციულ მეგობრობასა და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული ყაზახეთსა და საქართველოს შორის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა, მომავალშიც განაგრძობს გაძლიერებას ჩვენი ხალხების სასიკეთოდ.

ვსარგებლობ შემთხვევით და გისურვებთ ჯანმრთელობას და ენერგიას, დიდ წარმატებებს ამ მნიშვნელოვან სახელმწიფო სამსახურში, ხოლო ქართველ მეგობრულ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ“, - აღნიშნავს ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი.