საზოგადოება
აშშ-ის საელჩო: ჩვენი აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, რომელი პარტიაა ხელისუფლებაში

 საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

მათივე განმარტებით, აშშ-ის არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, რომელი პარტია არის ხელისუფლებაში.

„30 წელია, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან“, – აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს კომენტარში.