საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი The Bulwark-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში - "პუტინი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში" საქართველოს ხელისუფლების რუსეთისადმი დაშოშმინების პოლიტიკას აკრიტიკებენ. მათი თქმით, ამ რეჟიმს წინა ორისგან განსხვავებით, რუსეთისადმი დაშოშმინების პოლიტიკა და დასავლეთის რეკომენდაციას უგულებელყოფა ახასიათებს.
"ძალაუფლების მოხვეჭა და პოლიტიკური ოპოზიციის დევნა არ არის ახალი ქართული პოლიტიკისთვის. იმავე ტენდენციაში ადანაშაულებდნენ ხელისუფლების წინა ორ ლიდერს - სააკაშვილსა და შევარდნაძეს. რაც ამ რეჟიმს რადიკალურად განასხვავებს სხვებისგან არის რუსეთისადმი დაშოშმინების პოლიტიკა და გულგრილობა,თუ არა - სრული უარყოფა, დასავლეთის შეშფოთების რეფორმების განხორციელების შენელებასთან ან სრულ შეჩერებასთან დაკავშირებით". - ვკითხულობთ სტატიაში.
ავტორებმა, ამასთანავე, ქართული ოცნების პოლიტიკა უკრაინის ომთან მიმართებით შემაშფოთებლად შეაფასეს.
"ყველაზე შემაშფოთებელია ქართული ოცნების პოლიტიკა უკრაინის ომის მიმართ. როგორც რუსეთის შეჭრის გამოცდილების მქონე, საქართველომ უკრაინის ბუნებრივი მოკავშირე უნდა იყოს. ნაცვლად ამისა, საქართველოს მთავრობა არ აწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, არ აძლევს საკუთარ მოქალაქეებს შესაძლებლობას იბრძოლონ უკრაინაში, სავარაუდოა, რომ ეხმარება რუსეთს სანქციებიდან თავის არიდებაში, ამასთანავე, აიძულა უკრაინა საქართველოდან ელჩი გაეწვია". - წერია სტატიაში.